სამიტზე მოგვეცა შესაძლებლობა, ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ მსოფლიო ლიდერებთან გვესაუბრა- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 14:56, 24 May, 2016     1552
საქართველოს პრეზიდენტმა პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მუშაობაში მონაწილეობა შეაჯამა და სტამბოლში გამართულ სამიტს, გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს პრობლემატიკის წარმოსაჩენად, უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა.

„საქართველოს ჰყავს დევნილებისა და ლტოლვილების ძალიან დიდი რაოდენობა და მსოფლიო ლიდერებთან სწორედ ამ პრობლემატიკაზე საუბრის შესაძლებლობა მოგვეცა.

ბუნებრივია, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერებისათვის ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია მიგვეწოდებინა და ჩვენი პოზიცია გაგვეზიარებინა.

სამიტის ფარგლებში ჩვენ სწორედ გაერო-ს ტრიბუნიდან განვიხილეთ საქართველოსთვის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები, არაღიარების პოლიტიკა, დევნილთა და ლტოლვილთა ღირსეული დაბრუნების თემატიკა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრა და შეხვედრაზე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საკითხების შესაძლებლობის განხილვა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სტამბოლში, პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა 23-24 მაისს ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის მეთაურთან და სიტყვით გამოვიდა ფორუმის ლიდერთა სეგმენტზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში და პლენარულ სესიაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42