,,არ მგონია საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ჭრა-კერვას შეეგუოს“ - ქარდავა
პოლიტიკა - 14:40, 24 May, 2016     1226

პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ საკონსიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომელიც პრეზიდენტმა განსახილველად ვენეციის კომისიას გადაუგზავნა, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. რა მოლოდინები აქვს ოპოზიციას და უნდა ველოდეთ თუ არა პრეზიდენტის ვეტოს, ამასთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტთან" კომენტარი გააკეთა ედპ-ს ლიდერმა. ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, თუ რა მიზნებს ისახავს ქართული ოცნება საარჩევნოდ. ბაჩუკი ქარდავა იმ ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის თანახმადაც მოსამართლეებს 10 წლიანი ვადის ამოწურვამდე, სამით თვით ადრე მნიშვნელოვანი საქმეების განხილვასა და გადაწყვეტილებაში მონაწილეობა ეკრძალებათ.

,,ფაქტობრივად, ამ კანონის მიღებით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, გამოდის რომ თავი დაიზღვია და შეიტანა ისეთი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რომ ,,საჭიროების შემთხვევაში“ საკონსტიტუციო სასამართლო ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს ეხება როგორც თავისუფალი სიტყვის დაცვას ქვეყანაში, ასევე არჩევნების შედეგების კონსტიტუციორობის საკითხს...ჩვენ ვნახეთ კორცხელის მოვლენები, თუმცა ეს არ არის საკითხი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება, მაგრამ მარტივად არის შესაძლებელი, მივიღოთ ისეთი ცვლილებები არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რომ მას დასჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა, იმდენად არალეგიტიმური და არაკონსტიტუციური აღმოჩნდეს არჩევნების შედეგები. ამიტომაც ვუსვამ ხაზს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ ერთგვარად თავი დაიზღვია, მე არ მინდა დეტალებში ჩასვლა, მაგრამ მარტივად გეტყვით, რომ კოლეგიაში გადაწყვეტილების მიღების 2/3-ით გაზრდა, ცვლილებები პლენუმში, აბსოლუტურად გაუგებარია. გარდა ამისა, საზოგადოების ყურადღება უნდა მიექცეს მოსამართლეების საკითხს, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ 10 წლის ვადით, ფაქტობრივად, მათ 3 თვით ადრე ერთმევათ უფლება მიიღონ სრულფასოვნად მონაწილეობა მნიშვნელოვანი საქმეების განხილვასა და გადაწყვეტილებაში. თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ ვითარებას, რომ არჩევნებისთვის 4 მოსამართლეს გასდის ვადა, მისი არჩევის რეალობა სექტემბერში, ცოტა ილუზიაა. ენას ძვალია რ აქვს და ფორმალურად შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს შესაძლებელია, თუ მოხდა ხელახალი არჩევა სექტემბერში, ძალიან კარგი, მაგრამ ეს რომ ძალიან რთული პროცედურაა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ფაქტია. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს წინასწარ განსაზღვრეს კანონპროექტის ავტორებმა, რადგან სექტემბერ-ოქტომბერში ახალი შემადგენლობის დამტკიცება იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი და საკონსტიტუციო სასამართლო გახდება არაქმედითუნარიანი“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი.

რაც შეეხება პრეზიდენტის ჩართულობას და შესაძლო ვეტოს, ბაჩუკი ქარდავა თვლის, რომ მარგველაშვილის ნაბიჯი არის ლოგიკური. ედპ-ს ლიდერი თვლის, რომ პრეზიდენტი საჭიროების შემთხვევაში ვეტოს გამოიყენებს.

,,ამ ვითარებაში, ძალიან დროული იყო პრეზიდენტის მხრიდან პროცესში ჩართვა და მე ამას კეთილ ნებად ვერ შევაფასებ, არამედ კონსტიტუციის დაცვა პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობაა, რადგან ის არის კონსტიტუციის გარანტი ქვეყანაში. მისი მხრიდან აბსოლუტურად სწორი ტაქტიკური სვლაა, რომ გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში კანონი, რომელიც უკვე მესამე მოსმენით დამტკიცებულია პარლამენტის მიერ. ეს არის სწორი ლოგიკური დასაწყისი იმ მოსალოდნელი ქმედებებისთვის, რაც შესაძლოა ვენეციის კომისიის დასკვნას მოჰყვეს. ყველაფერმა ამან შესაძლოა მიგვიყვანოს იქამდე, რომ მივიღოთ პრეზიდენტის ვეტო გამაგრებული ვენეციის კომისიის დასკვინით.

არ მგონია ვენეციის კომისიიდან მოვიდეს დასკვნა - ჭრა-კერვა ისეთი ინსტიტუციისა, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მის გარშემო პოლიტიკური აქტივობები შეინიშნებოდა და ამაზე არაერთი განცხადება გაკეთდა თავად ვენეციის კომისიის მხრიდან და მათ შორის ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტარებისგან. თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ჭრა-კერვის შეგუებას აპირებს, მაშინ ძალიან ცუდ სურათს მივიღებთ და ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოს მომავალს დარტყმის ქვეშ დააყენებს“ - აცხადებს ქარდავა.

რაც შეეხება იმას, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ გადააგზავნა კანონპროექტი ვენეციის კომისიაში განსახილველად, ქარდავა ამბობს, რომ ასეთი პრაქტიკა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს ეხებოდეს მცირე ცვლილებების შეტანას, მაგრამ როცა საუბარია ძირეულ, პრინციპულ ცვლილებებზე, რომლითაც, ქარდავას თქმით, ჩვენ ვიღებთ სრულიად ქმედითუუნარო საკონსტიტუციო სასამართლოს, მისი გადაგზავნა მესამე მოსმენის შემდეგ, მხოლოდ დროის მოგებაა მმართველი ძალის მხრიდან.

,,თუკი ის მართლა გადაიგზავნა, გამოდის, რომ გადაიგზავნა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ცვლილებების ავტორებისთვის პრინციპულია დრო. რომც მოვიდეს დასკვნა მათთვის ნეგატიური და რომც მოინდომოს დღევანდელმა უმრავლესობამ ვენეციის კომისიის თუნდაც უარყოფითი დასკვნის გათვალისწინება, თუკი ამის საშუალება 8 ოქტომბრის შემდეგ ექნება ამომრჩევლის განწყობიდან გამომდინარე, მათთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან ვიმეორებ, მმართველი ძალისთვის მნიშნელოვანია წლის ბოლომდე დროის მოგება“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42