"ეს არის ქართული ოცნების შურისძიება საკონსტიტუციო სასამართლოზე" -მენაბდე მმართველი ძალის კანონპროექტზე
პოლიტიკა - 14:30, 24 May, 2016     1167
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მხარს არ უჭერს.

როგორც "ნიუპოსტთან" საუბრისას მენაბდემ აღნიშნა, "ცვლილებები არის შურისძიება საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე".

"შემოთავაზებული ცვლილებები, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოამზადა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ის ერთის მხრივ ზღუდავს სასამართლოს კომპეტენციას, განახორციელოს კონტროლი მასზე დაკისრებული უფლება-მოსილების შესაბამისად. მეორეს მხრივ ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს მხარეებს შორის არათანაბრად ანაწილებს პროცესის ტვირთს და არათანასწორ პირობებში აყენებს მათ. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ცალსახად მიმართულია საკოსნტიტუციო სასამართლოზე შურისძიებისაკენ, ვინაიდან საკონსტიტუციომ ბოლო დროს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც თანხვედრაში არ მოდიოდა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ დღის წესრიგთან. ამიტომ ამ ცვლილებებით საკონსტიტუციო სასამართლო სუსტდება და პარლამენტი საკუთარ მაკონტროლებელს უსუსტებს კონტროლის მექანიზმს"- აღნიშნა მენაბდემ.

კონსტიტუციონალისტი იმედოვნებს, რომ ვენეციის დასკვნა უარყოფითი იქნება.

"თუ ამ უარყოფითი დასკვნის საფუძველზე პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა პარლამენტმა გაითვალისწინოს პრეზიდენტის შენიშვნები და არ დაძლიოს ვეტო. ​ჯერ-ჯერობით არსებობს იმის შანსი, რომ დავრჩეთ კონსტიტუციურ ფარგლებში"- აღნიშნა მენაბდემ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები პრეზიდენტმა პარლამენტისგან მიიღო, გიორგი მარგველაშვილმა ის, მასში შეტანილი ცვლილებებით, ვენეციის კომისიას დასკვნისთვის გადაუგზავნა.

ცნობილია, რომ სანამ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, მოაწეროს აღნიშნულ კანონს ხელი თუ დაუბრუნოს ის პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით, არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს კიდევ ერთხელ გაივლის.

ვახუშტი მენაბდე ერთ-ერთია იმათგან ვინც კონსულტაციებში იღებდა მონაწილეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42