მოლოდინი გვაქვს, რომ ვარშავის სამიტი შავ ზღვაზე ახალი უსაფრთხოების დასაწყისი იქნება - თინა ხიდაშელი
პოლიტიკა - 14:20, 24 May, 2016     1495

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მეათე კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება გაერთიანებული სამეფოს ჯარის, უელსის დედოფლის პოლკის პარაშუტებით მხტომელთა ჩვენებით გაიხსნა.

კონფერენციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და უცხოელი სტუმრები ესწრებიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ უილსონი.

ღონისძიება თინა ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლით გახსნა. მისი განცხადებით, დღევანდელი ღონისძიება სრულად ეძღვნება ვარშავის მოახლოებულ სამიტს.

„დღეს ნატო-ს ფარგლებში აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს შავ ზღვასთან დაკავშირებით, ყირიმის ოკუპაციამდე შავი ზღვა ითვლებოდა უსაფრთხო ზღვად და მაინცდამაინც იქ რაიმე განსაკუთრებული აქტივობა არ მიმდინარეობდა, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ შავ ზღვაზე ბალანსი შეიცვალა, რამაც ბუნებრივად დააყენა დღის წესრიგში ახალი მექანიზმების ამუშავების საკითხი, ამიტომ პრაქტიკულად ორი წელია ეს დისკუსია მიმდინარეობს და ჩვენ ყველას გვაქვს მოლოდინი, ერთობლივად, წევრებსაც და პარტნიორებსაც, რომ ვარშავის სამიტი ამ თვალსაზრისით იქნება ახალი სისტემის, ახალი პლათფორმის, ახალი უსაფრთხოების, არქიტექტურის დასაწყისი სწორედ შავ ზღვაზე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42