„ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო ვარშავის სამიტზე და ამ სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს. ამ პროცესში ჩართულია საქართველოც, სამი ძირითადი ელემენტი გვაქვს ჩვენ ვმუშაობთ არსებული პაკეტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების გახორციელებაზე. თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მეორეა ახალი იდეების მიმართულება სადაც საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესებაზეა აქცენტი და მოიცავს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მესამე პუნქტი პოლიტიკური ურთიერთობებია, რათა საქართველო მეტად იყოს წარმოდგენილი ნატოს სამიტზე. საქართველო იქნება წარმოდგენილი სახელმწიფოთა მეთაურების სამიტზე, რომელიც ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიას უკავშირდება, ასევე იქნება თავდაცვისა და საგარეო მინისტრების შეხვედრაც. გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ვარშავის სამიტზე იქნება მეტი საქართველო ნატოში, ვიდრე სხვა დანარჩენი პარტნიორი.“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






