„რუსთავი 2“-ის გაჩუმება"- რა მიზანს ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მიღება - ნუგზარ წიკლაური
პოლიტიკა - 13:37, 24 May, 2016     1419
"ნაციონალური მოძრაობა" მმართველ პოლიტიკურ ძალას ვენეციის კომისიის მოტყუებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მესამე მოსმენით დამტკიცების ფაქტს.

როგორც საკითხის კომენტირებისას დეპუტატმა ,,ნიუპოსტთან" განაცხადა, "ქართული ოცნების" წევრები არწმუნებდნენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, რომ სანამ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე გაიტანდნენ დოკუმენტს გადაუგზავნიდნენ და მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებდნენ.

„ქართული ოცნება დაპირდა ვენეციის კომისიას, რომ სანამ მოხდებოდა მეორე მოსმენა და ამ კანონპროექტის მიღება, ჩვენ გადავუგზავნიდით მათ ამ პოზიციებს და მივიღებდით მათ რეკომენდაციებს, მაგრამ შემდეგ ეს იყო ტყუილი, ისე მიიღეს ეს კანონპროექტი, რომ არ მოხდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება და არც გადაგზავნა ამ დოკუმენტის, ამიტომ მივიღეთ ის ვითარება, როდესაც სრულიად მიუღებელი კანონია მიღებული, რაც პირდაპირ ემუქრება საკონსტიტუციო სასამართლოს და ეს განპირობებულია ერთადერთი რამით, რომ „რუსთავი 2“-ის გაჩუმება მოხდეს და მისი მაუწყებლობის შეფერხება. ახლა უკვე პრეზიდენტმა დაიწყო კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან, ეს არის კარგი, ის მიიღებს რეკომენდაციებს და მათი გათვალისწინებით, მე ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი მოახდენს ამ კანონზე ვეტოს დადებას“- აღნიშნა დეპუტატმა.

23-24 მაისს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე სტრასბურგში, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა კომისიის პრეზიდენტთან, ჯანი ბუკიკიოსთანაც.

შეხვედრებზე განხილულ იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებს.

სავარაუდოდ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს პრეზიდენტი დაადებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს ვეტოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42