,,სასიკვდილოდ გამეტებულები გირეკავდით კოლეგებს... სირცხვილი ზუგდიდელებისთვის“
სოც.მედია - 13:30, 24 May, 2016     16096
,,22 მაისი-ზუგდიდის სირცხვილი!“ - კორცხელში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ბათლომე შელია, რომელიც ინციდენტის დროს პარტიის ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა.

,,სანამ დაიწყებოდა დარბევა, ყველა საჯარო მოხელეს, ვინც იქ შემხვდა ველაპარაკე და ვუთხარი, რომ სამარცხვინო სცენარი იყო დაგეგმილი და გეგმის შეცვლაზე ეფიქრათ.

პირველი დაძაბულობისთანავე მივმართე მერაბ ქვარაია -ს გაეყვანა ის ხალხი და ემოქმედა როგორც ხელისუფალს.

თავიდანვე ველაპარაკე პოლიციის მაღალჩინოსანს და წინასწარ ვუთხარი რა მზადდებოდა. პასუხად მივიღე დამშვიდება. ვაკონტროლებთო სიტუაციას...

მერე რაც მოხდა მთელმა მსოფლიომ ნახა.

შავი ლაქა ქვეყნისთვის და სირცხვილი ზუგდიდელებისთვის.

გუშინ საკრებულოს ერთ-ერთმა უხუცესმა თანამშრომელმა მითხრა შენზე ნაწყენი არიან, გიგინებიაო...

სასიკვდილოდ გამეტებულები გირეკავდით კოლეგებს. სიტუაციის განმუხტვის მოწოდებასთან ერთად ბუნებრივი რეაქციით გაგინებდით ყველას იმათ ვინც ეს დაგეგმეთ და მინდა იცოდეთ, რომ დღესაც არ წავიღებ უკან ამ სიტყვებს.

საგინებლები ხართ ვინც ეს დაგეგმეთ და სამარცხვინოები ვინც წინ არ აღუდექით ამ ქმედებას.

თქვენგან განსხვავებით მე არასდროს შემშლია არც კოლეგიალობა და არც ის "ზუგდიდელობა", რომელზეც თქვენ ხშირად აპელირებთ და რომელიც მაშინ გავიწყდებათ, როგორც კი თქვენს სკამებს ოდნავი საფრთხე დაემუქრება.

შევარცხვინე ისეთი თანამდებობა, რომლის გასამყარებლად თბილისიდან ჩამოყვანილი სპორტსმენები დაგჭირდება საკუთარი თანაქალაქების უმოწყალოდ საცემად...

ან რა ფასი აქვს ისეთ პოლიტიკურ ლიდერობას, თუ შენი კოლეგების და პოლიტიკური ოპონენტების საცემად ხალხს თბილისიდან გამოგიგზავნიან და შენ ხმას ვერ იღებ...

ერთი "კაცი" დავინახე მე თქვენგან იმ დღეს. ვერ აკავებდა, მაგრამ გამოვიდა და ეფარებოდა მაინც თქვენს "სტუმრებს", რომლებმაც ჩვენ და ჩვენს სტუმრებს გადაგვიარეს. დანარჩენები დაიმალეთ და შორიდან გვაკვირდებოდით.

ირაკლი, მერაბ, ედიშერ და ლაშა რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაგეგმა, თქვენს სინდისზეა 22 მაისი. თქვენს ადგილზე შემრცხვებოდა... და თუ არ გრცხვენიათ, ბევრად სერიოზული პრობლემა გქონიათ, ვიდრე ეს ეხლა ჩანს“ - წერს საკრებულოს დეპუტატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42