ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლო გააკონტროლოს და პრეზიდენტის უფლებები შეზღუდოს
პოლიტიკა - 13:12, 24 May, 2016     1270
"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერისთვის გაურკვეველია, რატომ გაუგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ უკვე მიღებული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში "ქართულმა ოცნებამ".

როგორც "ნიუპოსტს" მანანა ნაჭყებიამ განუცხადა, ხელისუფლების მიზანია გააკონტროლოს საკონსტიტუციო სასამართლო და წაართვას პრეზიდენტს სასამართლოს რამდენიმე წევრის დანიშვნის უფლება.

"ხელისუფლებას სასწრაფო წესით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილება დასჭირდა იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დარჩა ბოლო ინსტანციის სასამართლო, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს"- აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.

მისი ვარაუდით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის წარმომადგენლები სტრასბურგში, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავენ, გიორგი მარგველაშვილი კანონპროექტს უკან დააბრუნებს.

რაც შეეხება ვენეციის კომისიაში ერთდროულად ორჯერ გაგზავნილ კანონს, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა "ნიუპოსტთან" ეჭვი გამოთქვა, რომ "ქართულ ოცნებას", ვენეციის კომისიაში კანონი საერთოდ არ გადაუგზავნია.

"ნაკლებად მჯერა, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი გადაუგზავნა კომისიას. თუ გადაუგზავნა, მით უფრო გაუგებარია რა მიზნით, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ იმ ცვლილებების მიზანი რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება ცდილობს, ემსახურება იმას, რომ კონტროლქვეშ დაიქვემდებაროს საკონსტიტუციო სასამართლო, მით უფრო საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში მოსალოდნელი ცვლილებების ფონზე, როდესაც კანონმდებლობით მის რამდენიმე წევრს პრეზიდენტის შტო აკონტროლებს"- უთხრა "ნიუპოსტს" მანანა ნაჭყებიამ.

ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკისა და წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა და სწორედ ამის შემდეგ გადაუგზავნა უკვე დამტკიცებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას.

პარლამენტის შემდეგ დასკვნა პრეზიდენტმაც მოითხოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვენეციის კომისიას დასკვნის დროული გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42