საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა
პოლიტიკა - 12:13, 24 May, 2016     829

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ასოცირების შეთანხმების განხორციელება და მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შეთანხმების რატიფიკაციის დასრულების თაობაზე. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირი უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის ხაზი გაესვა ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით განვითარებას. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღინიშნა DCFTA-ს ეფექტურად განხორციელებისათვის ევროკავშირის მიერ ინიცირებული ახალი ფინანსური ინსტრუმენტის მნიშვნელობა, რომელიც 26 მაისიდან ამოქმედდება.

ევროკავშირის მხრიდან გამოითქვა მზაობა დამატებით შეუწყოს ხელი საქართველოში ეფექტიანი მმართველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას.

სექტორულ სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით ხაზი გაესვა სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის არსებულ პოტენციალს და მისი სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებადა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42