„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიპლომატიურ კორპუსს ხვდება. პარტიის წევრები ელჩებს სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე დეტალებს გააცნობენ. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება ის ვიდეომასალაც, რომელიც ორი დღის წინ მომხდარი ძალადობის ფაქტებს ასახავს.
დიპლომატებმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გააკეთეს, მათი განცხადებით, აღნიშნულ თემაზე მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.
„თუ ამგვარი ძალადობა ხდება და ხელისუფლებას გასდის ეს ძალადობა ერთ პატარა სოფელში, ერთ კონკრეტულად აღებულ უბანზე, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა მასშტაბი ექნება ძალადობას 8 ოქტომბრისათვის. ამიტომ, დიპლომატიური კორპუსი შეშფოთებულია, ეს ძალადობა არ უნდა გავრცელდეს, აღიკვეთოს და რა თქმა უნდა დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ის პირები, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან კორცხელში, უკვე ემზადებოდნენ გარდაბნის არჩევნებზე, ანალოგიური ქმედებისთვის, მაშინვე რომ მიეღო ხელისუფლებას ზომები, ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ხელისუფლება თავად არის ორგანიზატორი“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






