„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კორცხელის არჩევნების შედეგების თავიდან დათვლის ფაქტს ეხმაურება. „კურიერთან“ საუბრისას ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო კომისიას შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდეს პირდაპირ ნაბრძანები, რომ დადოს შედეგი:
“კორცხელი სიმბოლოდ იქცა ძალიან ბევრი რამის. არა უბრალოდ იმის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ იმ ძალადობის ფონზე რასაც ივანიშვილის რეჟიმი კორცხელში გვიმართავდა, არამედ კორცხელი არის ახლა ტესტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის. იმისთვის, რომ მან აჩვენოს პრინციპულობა. რამდენადაც მე ვიცი ჩვენს წარმომადგენელს საოლქო კომისიამ დაატოვებინა კომისიის სხდომა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ პირდაპირ პოლიტიკურ ზეწოლას ექვემდებარება საოლქო კომისა. შეიძლება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგანაც აქვთ ნაბრძანები, რომ დადონ შედეგი,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






