სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
პოლიტიკა - 21:30, 23 May, 2016     1401

23 მაისს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი თეა წულუკიანი უძღვებოდა. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია; აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა შეაფასეს 2015 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი, განიხილეს და დაამტკიცეს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ წინა და მიმდინარე წელს ინტენსიურად და ნაყოფიერად იმუშავა. საბჭოს ფარგლებში ინიცირებულ იქნა და განხორციელდა არაერთი რეფორმა, მათ შორის:

− სასამართლოს რეფორმა;

− პროკურატურის რეფორმა;

− პოლიციის ინსტიტუციური რეფორმა − გაიმიჯნა საპოლიციო და უსაფრთხოების ფუნქციები და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

− არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;

− პროფესიონალთა სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით რეფორმაში ჩართულ უწყებებში;

− სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმა;

− სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებები (მოწმის დაკითხვის წესი; წინასასამართლო პატიმრობის გადახედვის წესი; მიმდინარეობს მუშაობა ირიბ მტკიცებულებებზე − განაგონი სისხლის სამართლის პროცესში);

− ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა;

− მომზადდა წინასასამართლო პრობაციის სამსახურის საკანონმდებლო პაკეტი;

− იარაღის უკანონო ბრუნვის გამკაცრებასთან დაკავშირებით მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი;

− პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოებისა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფის, ისევე, როგორც განმეორებითი დანაშაულის რისკის შემცირების, მიზნით განხორციელდა მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით კლასიფიკაცია − დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის კატეგორიებად;

− მომზადდა კონცეფცია თავისუფლების შეზღუდვის გაუქმებასა და შინაპატიმრობის დანერგვასთან დაკავშირებით;

− 2016 წლიდან დაინერგა ალტერნატიული სანქციის ახალი ფორმა „შინაპატიმრობა“ არასრულწლოვან დამნაშავეთათვის, რომელიც შემდგომში გავრცელდება მსჯავრდებულთა სხვა ჯგუფებზეც. შინაპატიმრობას ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით პრობაციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს/გააკონტროლებს;

− მომზადდა მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე მსჯავრდებულთა პენიტენციური დაწესებულების კონცეფცია და დიზაინი.

დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებული სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

− სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმა;

− არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა;

− სასამართლო რეფორმა;

− სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა;

− პრობაციის სისტემის რეფორმა;

− პოლიციის რეფორმა;

− პროკურატურის რეფორმა;

− იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა;

− სისხლის სამართლის სისტემაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია;

− იურიდიული განათლების რეფორმა;

− სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესრებოდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები როგორც აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან („საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“, კავშირი „21-ე საუკუნე“, „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, სახალხო დამცველის აპარატი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროკავშირის პროექტი „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში). საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა, სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის − „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ − თანადგომით ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42