სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 19:22, 23 May, 2016     705
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველიდან 16 მაისამდე პერიოდში კახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ხეხილის ბაღებისა და ვენახის რეაბილიტაციისთვის დაზარალებულ მოსახლეობას რეკომენდებული სასოფლო-სამეურნეო საქონელი, მათ შორის, სისტემური და კონტაქტური ფუნგიციდები ურიგდებათ. დაზარალებულ ფერმერებს აგრობარათებზე 883 700 ლარის ოდენობის ქულები დაერიცხათ. ამ დროისთვის სარგებელი 9 562 ბენეფიციარმა უკვე მიიღო.

ფერმერთათვის პრეპარატების დარიგება დაზიანებული ბაღებისა და ვენახების რეაბილიტაციის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.

სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დახმარების გაწევის საჭიროება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაყოფი მიაღწევს განვითარების გარკვეულ სტადიას. მაისის დასაწყისში კახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ხეხილის ბაღებისა და ვენახების შემთხვევაში კი, ეს სტადია მიღწეული არ იყო.

შემდგომში რისკების შემცირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს აგროდაზღვევის პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს. აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისის შეძენა ყოველწლიურად (მოსავლისთვის სარისკო პერიოდის დადგომამდე) სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხუთ სადაზღვევო კომპანიაშია შესაძლებელი.

მცენარეთა განვითარების შემდგომ სტადიაზე მოსალოდნელი დანაკარგების და ზარალის შემცირების მიზნით, 2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო პროგრამით გაცემულ პოლისებზე სადაზღვევო ლიმიტმა 193 000 000 ლარი შეადგინა, სადაზღვეო პოლისი გაიცა 29 000 ბენეფიციარზე, ხოლო სადაზღვევო კომპანიების მიერ 14 000 000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება განხორციელდა.











მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42