,,საქართველო განაგრძობს ძალისხმევას, შექმნას პირობები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილთა ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნებისათვის“
პოლიტიკა - 19:03, 23 May, 2016     1034
საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში მეორე მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოვიდა.

გიორგი მარგველაშვილმა დევნილებთან მიმართებაში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება.

„1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს მოუწია დაეტოვებინა საკუთარი სახლები, მტკივნეული კონფლიქტის შედეგად.

რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიამ და საქართველოს ტერიტორიების შემდგომმა ოკუპაციამ შედეგად მოიტანა იძულებითი გადაადგილების ახალი ტალღა.

საქართველოს მოსახლეობის 10% იძულებით გადაადგილებული პირია. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია მათ მისაღები საცხოვრებელი პირობები შევთავაზოთ. ამასთანავე, საქართველო ვალდებულებას იღებს გააგრძელოს საცხოვრებელი კომპლექსების შენების პროექტები და საარსებო წყაროს პროგრამები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ დევნილები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს მშვიდობიანად და ღირსეულად უნდა დაუბრუნდნენ.

„საქართველო აგრძელებს ძალისხმევას, რათა შექმნას პირობები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის, რომლის მიზანია შეამციროს შიდა გადაადგილება“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, საქართველომ უკვე მიიღო 3 500 - მდე თავშესაფართა მაძიებელი: ერაყიდან, უკრაინიდან, სირიიდან, ნიგერიიდან, კოტ დივუარიდან, სომალიდან - მიმდინარე ლტოლვილთა კრიზისის შედეგად.

„ჩვენ ასევე ვგეგმავთ მოვიწვიოთ გარკვეული რაოდენობის დევნილი სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტებში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე.

საქართველო პირობას დებს, ერთობლივად იმუშაოს, გაძლიერებული საერთაშორისო სტრუქტურისთვის, პროგნოზირებადი და სამართლიანი პასუხისმგებლობისთვის, ყველა საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებთან შეერთების გზით, რომლებიც აძლიერებენ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს.

ჩვენ ვაგრძელებთ თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვას, ასევე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ქვეყანაში“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42