„საქართველოს გადარჩენა გაძლიერება თუ გვსურს, რუსეთის გადარჩენა-გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ! დასუსტდა რუსეთი და დასუსტდა საქართველოც, დაიშალა საბჭოთა კავშირი და დაიშალა საქართველოც. ეს არის, იტორიულ-პოლიტიკური კანონზომიერება, დასავლეთის მიერ ჩვენთვის გამოტანილი განაჩენია, მართლმადიდებელ სახელმწიფოთა „ხვედრი უცილო“.
რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც გახრწნა გადაგვარების გზით ამერიკელთა მიერ მსოფლიოს დაპყრობის პროგრამის შეჩერება შეუძლიათ. რუსეთი ერთადერთი, სახელმწიფოა, რომელსაც მართლმადიდებლობის გადარჩენა შეუძლია. რუსეთი ერთადერთი სახემწიფოა, რომელსაც მსოფლიო გლობალისტურ ტენდენციებს ამოფარებული ამერიკანიზაციისთვის აღვირის ამოდება შეუძლია. რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც მსოფლიო ამერიკული ქაოსისთვის წერტილის დასმა და ახალი წესრიგის ჩამოყალიბება შეუძლია. ამ საკაცობრიო მნიშვნელობის საკითხების მოგვარებაში სხვა სახელმწიფოთა როლს არ ვაკნინებ, მაგრამ ამერიკელთა მსოფლიო ექსპანსიას რუსეთის გარეშე წინ ვერავინ აღუდგება. ყოველივე ამის მედროშე ვლადიმერ პუტინი გახლავთ. რა ვქნა, ამ მასშტაბის ისტორიულ პიროვნებას პატივი არ ვცე?!
სხვები თუ პუტინს ქართველთა მოსისხლე მტრად მიიჩნევენ, მე მის პოლიტიკაში საქართველოს მიმართ პატივისცემას, საქართველოს გადარჩენის სურვილს და თუ, გნებავთ, საქართველოს სიყვარულს ვხედავ. ნეტავ, ბევრ ქართველს უყვარდეს საქართველო ისე, როგორც პუტინს უყვარს!“- განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






