საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 18:26, 23 May, 2016     906

საქართველოს პრეზიდენტმა სტამბოლში მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც "პოლიტიკური ლიდერები კონფლიქტების თავიდან აცილებისა და შეწყვეტისათვის" თემაზე გაიმართა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რამდენიმე დღის წინ ხურჩაში დატრიალებულ ტრაგედიაზე.

"რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურჩაში, საქართველოს უდანაშაულო, შეუიარაღებელი, მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, სწორედ საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან ახლოს.

ეს შემაძრწუნებელი ინციდენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ძირითად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას - დავდგეთ ერთად კონფლიქტების თავიდან აცილებისა და დასრულების მიზნით“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ძირითადი ვალდებულების თანახმად, საქართველო პირობას დებს გამოიყენოს ყველა არსებული ადრეული გაფრთხილების მექანიზმები, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტი და მისი გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მხრივ, საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის უზრუნველყოფისთვის.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა მრგვალ მაგიდასთან დისკუსიაში განაცხადა, საქართველო ერთგული რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის და განაგრძობს წვლილის შეტანას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის საკითხში.

მეორე, ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო კვლავ რჩება კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის ერთგული და

კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ცალმხრივ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას, რომელიც თავდაპირველად 2010 წელს აიღო და რომელიც, საქართველოს პარლამენტმა 2013 წელს დაამტკიცა.

„საქართველო ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციას, რომ გადადგას შემხვედრი ნაბიჯი დაპირებაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება მესამე ვალდებულებას, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო პირობას კრიზისის პრევენციისა და გადაჭრის საკითხში პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს საერთაშორისო ძალისხმევას.

„საქართველო ასევე აგრძელებს წვლილის შეტანას გლობალურ უსაფრთხოებაში და სტაბილურობაში, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით.

როდესაც საქმე ეხება ინკლუზიური და მშვიდობიანი საზოგადოების განვითარებას, საქართველო ვალდებულებას იღებს გააძლიეროს ძალისხმევა კონფლიქტების შედეგად დაყოფილი მოსახლეობის შესარიგებლად და გააგრძელოს ვალდებულებისა და ნდობის გაძლიერების პოლიტიკა.

საქართველო, ასევე პირობას დებს შექმნას უსაფრთხო გარემო იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, როდესაც აღიარებს, რომ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მათი ნებაყოფლობითი დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სტაბილური პირობების ქვეშ „-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42