სპორტსმენები, რომლებიც კორცხელში იყვნენ, ჩვენი მხარდამჭერები არიან - ეკა ბესელია
პოლიტიკა - 18:26, 23 May, 2016     5818

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათადაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესლია გუშინ სოფელ კორცხელში არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებეს. ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ბესელიამ აღნიშნა, რომ ძალადობას არავითარი გამართლება არ აქვს და „ქართული ოცნება“ მსგავს ქმედებებს ემიჯნება:

“ისინი არიან ჩვენი პარტიის მხარდამჭერები და წევრები. პარტიის მხარდამჭერი რატომ არის საარჩევნო უბანზე – ასეთი კითხვა, არ მგონია, რელევანტური იყოს. იქ მხოლოდ სპორტსმენები არ იყვნენ.

ძალადობრივი გზით არჩევნების ჩატარება “ნაციონალური მოძრაობის” მახასიათებელი ბუნებრივი, თანამდევი სტილია. ჩვენ ვემიჯნებით და ცალსახად ვამბობთ, რომ ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, ძალადობას არანაირი გამართლება აქვს. გამოძიება დაწყებულია და ეს იმის პირველი ნიშანია, რომ რეაგირება მოხდა. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩვენი ამოცანა არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაა, “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება იმ ტიპის არჩევნების სცენარი, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა.

არსად მომხდარა მსგავსი ინციდენტი, გარდა იმ ერთი უბნისა, სადაც ბოკერია და მისი რაზმი იმყოფებოდა. დიახ, პროვოცირება მათგან იყო და, სამწუხაროდ, როდესაც ამ პროვოკაციას ცალკეული ადამიანი, საკმაოდ ცუდი სიტუაცია შეიქმნა. ძალადობას გამართლება არ ექნება, ამას მხარს არ დავუჭერთ და ამის წამხალისებელი არც ერთი ჩვენგანი იქნება. როდესაც ვლაპარაკობთ სამეგრელოს რეგიონზე, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებულია იმ ძალადობრივი, რეპრესიული სისტემის და როდესაც მსხვერპლი მოძალადეების წარმომადგენელს ხვდება, წინასწარვე დაძაბული, საკმაოდ მაღალი ემოციური ფონია შექმნილი და აქ სიფრთხილეა საჭირო. როდესაც მოძალადეები მსხვერპლს ექცევიან მაპროვოცირებლად, ეს დაპირისპირების რისკს ზრდის“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42