ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე დაგეგმილ რეფერენდუმს საქართველოს ანექსიამდე მივყავართ- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 17:40, 23 May, 2016     1755

"სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ინციდენტის, როდესაც ოკუპანტებმა საქართველოს უდანაშაულო და მშვიდობიანი მოქალაქე ოკუპაციის ხაზთან მოკლეს.

დღესდღეობით, ჩვენ ვაწყდებით მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მავთულხლართებისა და ღობეების მუდმივ მონტაჟს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი მარგველაშვილმა ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და იძულებით გადაადგილებულ პირებზეც ისაუბრა.

„ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია. მათ არ შეუძლიათ დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებსა და ოჯახებს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან.

ამავე დროს, ის ქართველები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ყოველდღიურად აწყდებიან ჰუმანიტარულ პრობლემებს.

ჩამორთმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, თავისუფალი გადაადგილების და სხვა ფუნდამენტური უფლებები“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ე.წ. შეთანხმებებს „ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ“ ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებთან, რამაც კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია და დაამძიმა ჰუმანიტარული მდგომარეობა.

„სულ ახლახანს, ჩვენ მოწმენი გავხდით ახალი მცდელობისა ჩაატარონ ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი.

ყოველივე ზემოაღნიშნულს მივყავართ ოკუპაციიდან ანექსიამდე. ეს სიტუაცია მოითხოვს საერთაშორისო ჩართულობის გადაუდებელ საჭიროებას, რომ შემცირდეს რუსეთის დაძაბულობა და მოხდეს რუსეთის იძულება შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ექვს პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო მზადაა მსოფლიო გამოწვევების დაძლევის საკითხებში შეიტანოს საკუთარი წვლილი. საქართველომ უკვე მიიღო 3 500 - მდე თავშესაფართა მაძიებელი: ერაყიდან, უკრაინიდან, სირიიდან, ნიგერიიდან, კოტ დივუარიდან, სომალიდან - მიმდინარე ლტოლვილთა კრიზისის შედეგად.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო გეგმავს საქართველოს უნივერსიტეტებში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე მოიწვიოს გარკვეული რაოდენობის სტუდენტები ადგილგადანაცვლებული საზოგადოებიდან.

„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს ინიციატივა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ შეზღუდული რესურსების მქონე პატარა ქვეყანა, კონფლიქტებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ტვირთით“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ერთგული რჩება და აგრძელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას სამართლიანობის უზრუნველყოფის და დაუსჯელობის აღკვეთის საქმეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42