პროექტ „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში, კონსულტანტების შერჩევის მორიგი ეტაპი დასრულდა
პოლიტიკა - 17:32, 23 May, 2016     931

საბურთალოს რაიონის გამგეობის პილოტ-პროექტის „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში, ტრენერ-კონსულტანტების შერჩევის მორიგი ეტაპი გაიმართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კონსულტანტობის 44 პრეტენდენტთან საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გამართა.

შეხვედრაზე გამგებელმა პროექტი წარადგინა და კონსულტანტობის პრეტენდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის არსსა და მიზნებზე, განუმარტა მათი უფლება-მოვალეობები, ისაუბრა პროექტის განხორციელების ეტაპებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.

ტრენინგის დასასრულს, კონსულტანტობის კანდიდატებს დაურიგდათ სპეციალური კითხვარი, რომლის მიზანი იყო მოსმენილი ინფორმაციის ანალიზისა და დასკვნის უნარების შეფასება. კანდიდატთა პასუხები პროექტის მმართველი საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება პრეტენდენტთა საბოლოო შემადგენლობის შერჩევისას.

„ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. კონსულტანტობის კანდიდატებს დეტალურად გავაცანით პროექტის არსი, მიზნები, ის მოლოდინები, რაც ჩვენ პროექტზე მუშაობის დაწყების დღიდან გვაქვს. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რადგან დავინახეთ, რომ კანდიდატების მოტივაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ დიდი მოლოდინები გვაქვს აღნიშნული პროექტიდან, რომლის მიზანია, რომ ჩვენ თავად ვმართოთ ჩვენი ქალაქი. სწორედ ამიტომ დავარქვით მოექტს „მართე შენი ქალაქი“ , - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

„მართე შენი ქალაქი“ საბურთალოს რაიონის გამგეობის მორიგი საპილოტე პროექტია, რომლის მიზანი და ამოცანაა რაიონში სწორად ჩამოყალიბებული, ინფორმირებული, მდგრადი და სრულყოფილი ამხანაგობების განვითარება, რომლებიც იქნებიან დამოუკიდებელი და თვითკმარი სუბიექტები, შეძლებენ საკუთარი ქონების მოვლა-პატრონობასა და დამოუკიდებლად განკარგვას.

კანდიდატების შერჩევა 2016 წლის აპრილში საჯარო კონკურსის გზით დაიწყო. კანდიდატობის მსურველებს საშუალებას ჰქონდათ წარედგინათ რეზიუმე და სამოტივაციო წერილები, საიდანაც მოხდა 44 პრეტენდენტის შერჩევა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მმართველი საბჭოს წევრები, მერის მოადგილის აპარატის ხელმძღვანელი, დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და საპილოტე პროექტის პერსონალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42