კახა კახიშვილმა ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისი გახსნა
პოლიტიკა - 17:25, 23 May, 2016     1305
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა რუსთავში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გახსნა. ახალი კონცეფციის ოფისის გახსნას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით, ახალი კონცეფციის ოფისის პროექტის შესარჩევად კონკურსი იყო გამოცხადებული, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო.

„საბოლოოდ, ასეთი დიზაინის პროექტი შეირჩა და დამტკიცდა. პირველი ახალი დიზაინის კომფორტული ოფისი რუსთავში აშენდა. ასეთივე დიზაინით ოფისები ყველა დიდ ქალაქში იქნება. ახალი კონცეფციის მეორე ოფისის შენებლობას ოზურგეთში ვიწყებთ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი არსოშვილის თქმით, ახალი კონცეფციის ოფისებში, რომელიც ეტაპობრივად თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება, პირობით მსჯავდებულებთან ინდივიდუალური მუშაობისათვის ყველა პირობა არის შექმნილი. ახალი კონცეფციის ოფისი, ასევე, იძლევა ჯგუფური თერაპიის განხორციელების შესაძლებლობას. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ამ ტიპის ოფისებში პრობაციონერებს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეასწავლიან.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს განცხადებით, ახალი კონცეფციის ოფისის გახსნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კარგი მუშაობის შედეგია.

„სამინისტრო თანაბარ ყურადღებას უთმობს როგორც ციხეებში განთავსებული პირების მდგომარეობას, ასევე, ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის პროცესს. სწრაფი და უმტკივნეულო რეაბილიტაცია სარგებლობის მომტანია როგორც მსჯავრდებულების და პრობაციონერების, ასევე, მთელი საზოგადოებისათვის. ეს არის ხანგრძლივ სამომავლო შედეგზე გათვლილი ინიციატივა,“ - განაცხადა კრისტიან ურსემ.

ახალგახსნილი ოფისი, რომელიც ქალაქის ცენტრშია განთავსებული, ხელსაყრელია პრობაციონერთა რეგისტრაციის გავლისთვის. ოფისში ფუნქციონირებს ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები. ახალი კონცეფციის ოფისში კომფორტული გარემოა შექმნილი სხვადასხვა სერვისის მისაღებად.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოქმედი ხის საწარმოში დამზადებული პროდუქცია. ასევე, წარმოდგენილი იყო პრობაციის ეროვნული სააგენტოს ავტომობილები, რომელიც სასჯელის ახალი სახის - შინაპატიმრობის აღსრულებისთვის გამოიყენება და ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირობით მსჯავრებულთა რებილიტაცია- რესოციალიზაციაა. ამ მიზნით სამინისტრო პრობაციონერებს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებს სთავაზობს. სამინისტრო, ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

აღსანიშნავია, რომ ოფისის მშენებლობაზე დასაქმებულნი იყვნენ პირობით მსჯავრდებულები, რომელთა საშუალო დღიური ანაზღაურება 20 ლარს შეადგენდა.

ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე 1824 პირობით მსჯავრდებული იმყოფება, მათ შორის რუსთავის ოფისში _ 797. ბიუროში 11 თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც დღეიდან სრულყოფილად აღჭურვილ, კომფორტულ გარემოში იმუშავებენ.

ახალი კონცეფციის, სპეციალურად პრობაციის ბიუროებისათვის შექმნილი დიზაინით მოწყობილი ოფისები ყველა რეგიონში გაიხსნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42