,,ეს ჯალათები ქართულ მართლმსაჯულებას ვერსად გაექცევიან“ - ბაჩო ახალაია
პოლიტიკა - 17:10, 23 May, 2016     5317
ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობას ეხმაურება პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ბაჩო ახალაია მიიჩნევს, რომ ოკუპანტების მხრიდან ჩადენილი ამ ტიპის დანაშაულებები, საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია.

,,მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო გიგა ოთხოზორიას ცინიკურ მკვლელობას. უპირველეს ყოვლისა ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს. აქვე უნდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ გიგა ოთხოზორიას ეს ცინიკური მკვლელობა არ არის ერთადერთი უბედურება რაც დღეს აფხაზეთის მიწაზე ხდება. ბუნებრივია ამ ფაქტს განსაკუთრებული ცინიზმი ახლდა, შოკისმომგვრელია ის გარემოება, რომ ეს მკვლელობა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეების თვალწინ მოხდა. სწორედ ცინიზმის ეს ფორმა და ქართული სახელმწიფოს სისუსტე გახდა დღეს საზოგადოების კრიტიკის საგანი, მაგრამ მინდა ყველამ ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ წლებში აფხაზეთში ასევე ადგილი აქვს ჩვენი მოქალაქეების მასიურ დევნას. არაერთი ადამიანი არის რეპრესირებული ოკუპანტი რეჟიმის მიერ მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ მათ ბრალი დაედოთ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში. სისტემური ხასიათი აქვს ასეთი ადამიანების ჩაგვრას და შევიწროებას, საქართველოს ხელისუფლებას კი ისინი მიტოვებული ყავს სრულიად უყურადღებოდ. სწორედ ასეთი დაუსჯელობის სინდრომისა და საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო ბედავენ დღეს ოკუპანტები ამ სახის ცინიკური და უმაწყალო დანაშაულის ჩადენას.

მაგრამ საბოლოოდ ერთი რამ მაინც მინდა ითქვას, მიუხედავად იმ სისუსტისა და უსინდისობისა, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება იჩენს, შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელს, ასევე აფხაზეთის მიწაზე იმ ათეულობით ქართული ოჯახის ამწიოკებელს აუცილებლად მოუწევს პასუხისგება, რა დროც არ უნდა დაჭირდეს, სადაც არ უნდა აღმოჩდნენ ეს ჯალათები, ისინი აუცილებლად წარდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე, ვერცერთი მათგანი პასუხისმგებლობას ვერსად და ვერასდროს გაექცევა“ - წერს ბაჩო ახალაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42