მოვუწოდებთ რუსეთს მოახდინოს ჩვენს დაპირებაზე საპასუხო რეაგირება - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 16:21, 23 May, 2016     1446

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა რუსი ოკუპანტის მიერ ქართველი მამაკაცის, გიგა ოთხოზურის მკვლელობაზე ისაუბრა:

"რამდენიმე დღის წინ საქართველოს მშვიდობიანი, უდანაშაულო მოქალაქე სასტიკად მოკლეს სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა. ეს საზარელი შემთხვევა ხაზს უსვამს ჩვენს უმთავრეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას - ერთად აღვკვეთოთ და დავასრულოთ კონფლიქტი. საქართველო ერთგულია და მხარს უჭერს ხუთივე უმთავრეს ვალდებულებას, რომელიც წარმოადგინა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ჩვენ ვიყენებთ ყველა გამაფრთხილებელ მექანიზმს კონფლიქტის აღსაკვეთად და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ერთგული ვრჩებით ჟენევის დისკუსიის მიმართ და უფრო მეტიც, ხელს ვუწყობთ გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენას.

საქართველო ერთგული რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ და კვლავაც ვიმეორებთ 2010 წელს დადებულ პირობას ძალის ცალმხრივად გამოუყენებლობის შესახებ. მოვუწოდებთ რუსეთს მოახდინოს ამ ჩვენს დაპირებაზე საპასუხო რეაგირება. ამავდროულად, ვაგრძელებთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარდაჭერას სამართლიანობისა და დაუსჯელობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. ჩვენ კვლავაც ხელს შევუწყობთ გლობალურ უსაფრთხოებას საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42