„მე ზაზა კედელაშვილი როგორც ყველა მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენი ვემიჯნები და ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, თავს ვიკავებდი ვაი პოლიტიკანების ცილისწამების კომენტირებისაგან თუმცა გუშინ მომხდარ ფაქტს და ჩემს მიმართ გამოთქმულ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებას ნამდვილად ვერ დავტოვებ რეაგირების გარეშე, მე როგორც ქართველს, ყოფილ სპორტსმენს ამაზრზენად მიმაჩნია სპორტსმენთა გამოყენება მსგავსი სახის პროვოკაციებში რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა სოფელ კორცხელში, ასევე მინდა ვთხოვო სამართლიანად აღშფოთებულ საზოგადოების დიდ ნაწილს თავი შეიკავონ მთლიანად სპორტული ოჯახის შეურაცხყოფისაგან რადგან ის მცირე ჯგუფი ხელისუფლების მიერ ზონდერ ჯგუფებად გამოყენებული სპორტსმენები ნამდვილად არ წარმოადგენენ ქართული სპორტული ოჯახის სახეს და მითუმეტეს არ გამოხატავენ მათ აზრს. მე კი ისე როგორც ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ვიდექი და ვდგავარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე.“- განაცხადა ზაზა კედელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






