თავდაცვის სამინისტროს ინფომრაციით, კორცხელში გუშინ მომხდარი ინციდენტში სამხედრო მომსახურის შესაძლო მონაწილეობაზე თავდაცვის უწყებამ მოკვლევა დაიწყო.
ამის შესახებ "ნიუპოსტს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. კითხვაზე არის თუ არა ლაშა დვალიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, იმედა დარსალიამ განცხადა, რომ ეს ადამიანი ნამდვილად სამხედრო მოსამსახურეა.
"ამ წუთებშიც მოწმდება ინცინდენტის ამსახველი ყველა ვიდეომასალა, სამინსიტროში მინისტრიოს ბრძანებით შიდა მოკვლევა დაიწყო"- აღნიშნეს უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია რომ კორცხელში მომხდარი ინციდენტში მონაწილეობდა სამხედრო მომსახურე ლაშა დვალიშვილი.
მისმა გვარმა ნაციონალურ მოძრაობაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზეც გაიჟღერა. გოკა გაბაშვილმა კორცხელის იციდენტთან დაკავშირებით. მედიას ინციდენტში მონაწილე იმ პირების ფოტოები და ვინაობა გააცნო, რომლებაც პარტიის ლიდერებზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოახდინეს.
მასალის გამოყენების პირობები






