დიმიტრი ქუმსიშვილმა საფოსტო რეგულაციების ევროპის კომიტეტის პლენარული სხდომა გახსნა
პოლიტიკა - 15:31, 23 May, 2016     1182
23 მაისს თბილისში გაიხსნა საფოსტო რეგულაციების ევროპის კომიტეტის (CERP) 51-ე პლენარული სხდომა, რომლის მონაწილეებსაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფოსტის სფეროში მსგავსი მაღალი დონის ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება. მასში 22 ქვეყნის 50 წარმომადგენელი მონაწილეობდა. პლენარულ სხდომაზე განიხილება ფოსტის სფეროში არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრისა და შემდგომი განვითარების საკითხები.

პლენარული სხდომის ოფიციალურ გახსნას ასევე დაესწრნენ მსოფლიო საფოსტო კავშირის გენერალური დირექტორის მოადგილე პასკალ კლივაზი, „PostEurop“-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ჟან-პოლ ფორსევილი, საფოსტო რეგულაციების ევროპის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანა კაროლაკი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი.

ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მაღალგანვითარებული ელექტრონული კომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და საფოსტო მომსახურებები ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ საქმიანობასა და ცხოვრებაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რაც პირდაპირ დადებით ზეგავლენას ახდენს სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროების სწრაფი განვითარების და სრულყოფის, მათი მსოფლიო გლობალურ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, რისთვისაც ქვეყანაში არაერთი ფართომაშტაბიანი რეფორმა განხორციელდა და ხორციელდება.

საფოსტო რეგულაციების ევროპის კომიტეტის (CERP) 51-ე პლენარული სხდომის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო საფოსტო კავშირის გენერალური დირექტორის მოადგილე პასკალ კლივაზს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა საქართველოს ფოსტის სფეროს რეფორმის და განვითარების სამწლიანი (2015-2017 წწ) კომპლექსური გეგმაზე, რომლის შემუშავებაშიც ქართულ მხარეს მსოფლიო საფოსტო კავშირი დაეხმარა. აღინიშნა, რომ გეგმის შესრულება ეტაპობრივად მიმდინარეობს და მათი იმპლემენტაცია მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნილებების უზრუნველყოფაზე სულ უფრო მეტ შედეგს იძლევა. ვიცე-პრემიერმა ისაუბრა საფოსტო საქმიანობის რეგულაციებზე, რომლებზეც მუშაობა ევროკავშირთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთან მიმდინარეობს, რათა საქართველომ ევროპულ ნორმებთან შესაბამისი ფოსტის კანონი მიიღოს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ელექტრონული კომერცია ვაჭრობის ერთერთი ყველაზე მზარდი დარგია, რომლის განვითარებაც ფოსტისა და მიტანის სერვისის გარეშე წარმოუდგენელია.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის შეასრულოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი და ახალი დიდი აბრეშუმის გზის ასაღორძინებლად ქვეყნის ხელისუფლება ეფექტურად და მჭიდროდ ითანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებთან, ინვესტორებთან. ამასთან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ახალი დიდი აბრეშუმის გზის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა იტვირთოს ქვეყნის ფოსტის სფერომ, რათა საქართველო გადაიქცეს ევროპის და აზიის ქვენებს შორის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ქვეყნად და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლასა და ტრანზიტულად გატარებაში სრულად იქნეს ათვისებული ის დიდი შესაძლებლობები, რომლებსაც ახალი აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფანი ქმნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42