„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ ჩატარებულ არჩევნებს და მის შედეგებს ეხმაურება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ბაქრაძემ რამდენიმე ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვებას „დიდი შემობრუნების დასაწყისი“ უწოდა:
"მინდა გამოვეხმაურო გუშინ გამართული არჩვენების წინასწარ შედეგებს. მიმაჩნია, რომ ის რაც გუშინ მოხდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი საქართველოს მომავლისთვის. ვინაიდან გუშინ ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ უთხრა უარი ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას. ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავს ხალხზე, ასეთი ხელისუფლება საქართველოში დამარცხდება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის. მინდა ასევე შევეხო კორცხელის თემას. იქ რაც მოხდა, თავისი სისასტიკით, თავისი, თავისი ცინიზმით ცილდებოდა ყოველგვარ ფარგლებს. ქართულმა ოცნებამ გუშინ მოაწყო სისხლიანი ანგარიშსწორება ოპონენტების წინააღმდეგ. მაგრამ ამომრჩეველმა ამას გასცა პასუხი გუშინვე კორცხელში, როცა მხარი დაუჭირეს ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






