,,ოზურგეთში პროგრესული წინსვლა კვლავ გაგრძელდება“ - ბეგლარ სიორიძე ამომრჩეველს მადლობას უხდის
პოლიტიკა - 15:06, 23 May, 2016     1762
ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების შედეგებს ეხმაურება ქალაქ ოზურგეთის მერი. ბეგლარ სიორიძე გამარჯვებას ულოცავს ვასილ ჩიგოგიძეს და მადლობას უხდის ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანდიდატს.

,,გუშინდელმა შუალედურმა არჩევნებმა ქალაქ ოზურგეთში მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, სხვანაირად ჩვენს ქალაქს არც შეეფერებოდა. ჩვენ გავიმარჯვეთ და მივიღეთ ის შედეგი, რომელშიც დარწმუნებული ვიყავი.

მადლობა ჩემს ქალაქს, ჩემს მოსახლეობას, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ წელიწადისა და შვიდი თვის მანძილზე, რაც ჩემი გუნდის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ქალაქში გაკეთდა, ოზურგეთელები ობიექტურად შეაფასებდნენ, რაც არჩევნების შედეგმა ნათლად დაადასტურა.

დევიზს, არ მოვატყუო საზოგადოება და მოქალაქეებთან სრულიად გულწრფელი ვიყო, მტკიცედ ვიცავ. ამიტომაც დარწმუნებულები იყავით, პროგრესული წინსვლა ქალაქ ოზურგეთში, კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

ოპონენტებს კი მინდა ვუთხრა, რომ მიუხედავად მათი პროვოკაციული მიდგომებისა, რომელსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართულად ახორციელებდნენ, იმედი გაუცრუვდათ. გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, სად მთავრდება მათი შესაძლებლობების ზღვარი.

ჩემო ოზურგეთელებო, დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, მე, ქალაქ ოზურგეთის მერია და საკრებულო კვლავაც თქვენს სამსახურში ვართ და ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ.

ვასო ჩიგოგიძეს ვულოცავ ამ დამაჯერებელ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა საკრებულოში ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს.

კიდევ ერთხელ ჩემი გულწრფელი მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, ვინც ნდობა გამოგვიცხადა“ - განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42