„რუსთავი2“ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის საგანი კიდევ ერთხელ გახდა. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ განხორციელდა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტი უფრო ადრე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი2“ ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო ტელევიზიაა:
„ეს იყო 8 წლის წინ, დაახლოებით. როდესაც დავიწყე და თქვენი ლიდერი სააკაშვილი საოცრად აღფრთოვანებული იყო ამით და თქვენც იქა ხართ. თქვენ არა ხართ ნაციონალური მოძრაობის წევრი? თქვენ ამავდროულად წარმოადგენთ თუ არა ნაციონალურ მოძრაობას? მხარდამჭერს? მერე რა მოხდა, რომ ჟურნალისტი ხართ. რუსთავი 2 არის ერთადერთიო ტელევიზია, რომელიც არის დამოკიდებული, სხვა მედია არის თავისუფალი დღეს. რუსთავი 2 გახლავთ სააგიტაციო ტელევიზია ნაციონალების და ღმერთმა მოგახმაროთ, ესეთიც უნდა იყოს. კარგად იყავით ერთად შეხმატკბილებულები.“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






