”მომხდარი უნდა შეფასდეს როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების შეიარაღებული თავდასხმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე” - გამახარია
პოლიტიკა - 13:49, 23 May, 2016     1339
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს საოკუპაციო ხაზთან მოკლული, აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას ოჯახსა და ახლობლებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია საერთაშორისო ორგანიზაციების სწრაფ რეაგირებას მოითხოვს და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებაზე კატეგორიულად იქნეს დაყენებული საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ეუთოსა და სხვა სამშვიდობო მისიების დაშვების თაობაზე.

,,პირველ რიგში, მინდა შევუერთდე დღეს გაკეთებულ ყველა ოფიციალურ განცხადებას. სრულიად საქართველოსთან ერთად მკაცრად ვგმობთ საოკუპაციო ძალების მორიგ დანაშაულებრივ ქმედებას, რის შედეგადაც ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დაიღუპა აფხაზეთის კიდევ ერთი მკვიდრი გიგა ოთხოზორია. მომხდარი უნდა შეფასდეს როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების შეიარაღებული თავდასხმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იქ ტერორისტული აქტის განხორციელება.

ვუცხადებ რა თანაგრძნობას გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, მოვითხოვ დამნაშავე პირების უმკაცრესად დასჯას.

იმავდროულად მინდა მივმართო ქვეყნის პირველ პირებს - პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიიღონ ყველა საჭირო ზომა იმისათვის, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ხურჩაში ჩადენილი დანაშაული, აგრეთვე ხელოვნურად გავლებულ ე.წ. საზღვრებზე არსებული განუკითხაობა გახდეს სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციების განსჯის საგანი. დროა, კიდევ ერთხელ მკაცრად მოეთხოვოს რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების ბოლომდე შესრულება და საქართველოს ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა. აუცილებელია მეტი კატეგორიულობით კვლავაც დაისვას საკითხი ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების შესახებ“ - აცხადებს ჯემალ გამახარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42