კორცხელში მომხდარ ინცინდენტზე პასუხისმგებლობას „ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებას აკისრებენ
პოლიტიკა - 12:57, 23 May, 2016     1408

„ახალი მემარჯვენეები“ კორცხელში მომხდარ ინცინდენტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ამასთან დაკავშირებით პარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ

სოფელ კორცხელში ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარმა ინცინდენტმა მთელ საქართველოს გაახსენა ის ძალადობრივი ფონი, რომლითაც ხასიათდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩატარებული არჩევნები. იყო მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა არჩევნების ჩატარებას ძალადობის გარეშე. სამწუხაროდ, კორცხელის ინცინდენტმა დაგვანახა, რომ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა და ქართული არჩევნების განუყოფელ ნაწილად კვლავ რჩება ფიზიკური დაპირსიპირება, ცემა-ტყეპა და ადამიანების შეურაცხყოფა.

ცხადია, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ხელისუფლებას, რადგან სწორედ მის დაქვემდებარებაშია შესაბამისი ორგანოები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ მიეღოთ პრევენციული ზომები, დროულად ჩარეულიყვნენ დაპირისპირებაში და აღეკვეთათ ფიზიკური ძალადობა.

2016 წლის არჩევნების წინ მსგავსი ინცინდენტი სერიოზულ ეჭვს აჩენს, რომ ხელისუფლება, რომელიც 22 მაისის შუალედურ არჩევნებზე თვითონ მოგვევლინა დაპირისპირების ინსპირატორად, მომავალ უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებზე ვერ უზრუნველყოფს წესრიგს და თავიდან ვერ აგვაცილებს ოპონენტებზე ძალადობას. შესაძლოა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სამოქალაქო დაპირისპირების დასაწყისად იქცეს, რაც ყოვლად დაუშვებელია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.

ამის პრევენციის ერთადერთი საშუალებაა დაუყოვნებლივ აგებინონ პასუხი დამნაშავეებს და პოლიციის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელობას, რომელთაც ვერ შეძლეს საარჩევნო უბნებზე წესრიგის უზრუნველყოფა.

„ახალი მემარჯვენეები“ ვგმობთ მომხდარ ძალადობას და მოვუწოდებთ სამართლადამცავ ორგანოებს ოპერატიულად უზრუნველყონ კორცხელის ინცინდენტში მონაწილე დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42