"ნაციონალურმა მოძრაობამ" გაანადგურა მეცნიერება და რაც ჩვენ მოვედით, ყურადღებას ვუთმობთ“ - ივანიშვილი
პოლიტიკა - 11:09, 23 May, 2016     4013
თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა იწყება. პრეზენტაციას რომელიც დღეს იმართება პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებიან. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით აღნიშნული ინსტიტუტი იქნება ძალიან დიდი საფუძველი, რომ განვითარდეს და აღორძინდეს მეცნიერება:

„მოგეხსენებათ, საქართველოში დღევანდელი მეცნიერება ძალიან დაბალ დონეზეა, მაგრამ ბოლო ეტაპზე დამოუკიდებლობის შემდგომ, იმ რთულ პირობებში, როგორც საქართველო ვითარდებოდა, მეცნიერებამ ყველაზე მეტი დარტყმა განიცადა და ახლა ვცდილობთ, რომ დავიბრუნოთ ტრადიციები, რომ მეცნიერება ავაღორძინოთ. ამ ცენტრს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ფიზიკოსებს, მათემატიკოსებს, ჯანდაცვის სპეციალისტებს ასევე სხვა სპეციალისტებსაც ექნებათ შესაძლებლობა უნიკალური საექსპერიმენტო ბაზაზე საფუძველი იმისა, რომ მეცნიერება კვლავ აღორძინდეს."- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა, რომ მსგავსი მასშტაბური პროექტები დამოუკიდებლად განახორციელოს, პროცესში კერძო ბიზნესი ჩაერთვება.

"ჯობდა ნაციონალურ მოძრაობას არ გაენადგურებინა მეცნიერება და ყურადღება მიექციათ თავის დროზე. საუბედუროდ დღევანდელ ბიუჯეტსაც არ აქვს ამის შესაძლებლობა ამიტომ კერძო დაფინანსებით მოხდება ამის ჩამოყალიბება, ვინაიდან ძალიან მძიმე იქნება ეს დღევანდელი ბიუჯეტისთვისაც. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაანადგურა და ფუნდამენტალური დარტყმა მიაყენა მეცნიერებას და დღეს მას მერე რაც ჩვენ მოვედით, ყურადღებას ვუთმობთ ამ მიმართულებას და ეს გაგრძელდება ახალი გუნდით და ახალი ძალებით. პოლიტიკოსები და მეცნიერები ყველაფერს გააკეთებენ, იმისთვის რომ დავიბრუნოთ ის ღირსება რაც გვქონდა ამ სფეროში."- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობაში - "დიღმის ჭალები" აშენდება. საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტს მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42