"ვინც მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს, ეს ქაოსის გზაა"-ხიდაშელი კორცხელის მოვლენებზე
პოლიტიკა - 10:51, 23 May, 2016     1933
​კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ხიდაშელის შეფასებით მსგავსი ფაქტები არ რომელიმე პოლიტიკური ძალის არამედ საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული და ქვეყანა ქაოსისკენ მიყავს.

„ყველა ვისაც დღეს კეტი ეჭირა ხელში ან მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს;

ყველა ვინც დღევანდელ ვანდალიზმს წარსული დროის ვანდალიზმზე პასუხით ამართლებს ჩვენი ქვეყნის პროგრესს და განვითარებას უშლის ხელს;

თუ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა და ღირსება გაგვაჩნია სხვისი დაჩაგვრა, მუშტი და ხელკეტი ვერასოდეს დაგვეხმარება, ვერ გახდება ჩვენი მეგზური უკეთესი საქართველოსკენ.

ის რაც დღეს სამეგრელოში ხდებოდა ქაოსის გზაა!!!

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ ვის ურტყამდა.

თუ ვერ გავიგებთ რომ ძალადობა პასუხი არ არის ეს როლები მუდამ ცვალებადი იქნება - მსხვერპლის და ჯალათის როლები, ხოლო ქვეყანა უბრალოდ ხელიდან გამოგვეცლება.“- წერს თინათინ ხიდაშელი.

შეგახსენებთ კორცხელის საარჩევნო უბანზე გუშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც სპორტსმენები შედიოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს და მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42