"რესპუბლიკელები" კორცხელის მოვლენებს ეხმაურებიან და მმართველი პარტიის განცხადებებს ცინიკურს უწოდებენ
პოლიტიკა - 10:00, 23 May, 2016     1722
გუშინ კორცხელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტია" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დროული და მყისიერი ქმედებები განახორციელოს დღეს კორცხელში განხორციელებული ძალადობის ჩამდენი და დამკვეთი პირების გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად.

ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო აღიარებას ელის დემოკრატიული და სისტემური რეფორმების გატარებისთვის და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მოლოდინშია, მსგავსი მოვლენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველა არსებულ და მოსალოდნელ მიღწევას. ძალადობის ასეთი ცინიკური ფაქტები განსაკუთრებით მწვავე გამოწვევაა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს მომხდარი ინციდენტი გვაშფოთებს იმდენად, რამდენადაც ამ პროვოკაციის ხელწერა უკიდურესად ჰგავს წარსულში გამოცდილ სამოქალაქო დაპირისპირებაზე აწყობილი პოლიტიკური ბრძოლის მავნე და ქვეყნისთვის საზიანო პრაქტიკას.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება კოცხელის ინციდენტის გამოძიებისას იმ პოზიციებზე არ შეჩერდება, რომლებიც მმართველი პოლიტიკური პარტიის ზოგიერთი ლიდერის სრულიად ცინიკურ განცხადებებში გამოიხატა და ინციდენტზე პასუხისმგებლობა დაზარალებულებს დააკისრა და არა მოძალადეებს.

კოცხელის ინციდენტზე სათანადო რეაგირება აუცილებელია იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებამ ქვეყანაში ჩაიაროს ისე, როგორც ამას დემოკრატიული პროცედურები ითხოვს და სრულად იქნეს დაცული თანაბარი, კონკურენტული და თავისუფალი გარემო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის სამართლიანი არჩევნებისთვის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უზრუნველყოფისთვის, რაზეც მეორეს მხრივ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც, რომლის შებღალვაც მსგავსი ინციდენტების საშუალებით ხელს მხოლოდ ერთ, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყანას, რუსეთს აძლევს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები და დასაჯონ რეალური დამნაშავეები, რათა მომავალში მგავსის ჩადენის შესაძლებლობა აღარ არსებობდეს."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42