საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 23-24 მაისს, სტამბოლში, მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას,რომელიც გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ინიციატივით პირველად ტარდება.
23 მაისს მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტს გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახსნიან.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სესიაზე სიტყვით მიმართავს მსოფლიოს 70 ქვეყნის ლიდერს. დაგეგმილია ასევე სიტყვითგამოსვლა მრგვალ მაგიდაზე.
სამიტზე განხილული იქნება "კონფლიქტის პრევენციისა და დასრულებისთვის პოლიტიკური ლიდერობის“ „ ჰუმანიტარულ სფეროშიგასატარებელი ღონისძიებების“, "სირიის კრიზისის თემა და დევნილთა პრობლემის დასაძლევად ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის“ საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან,გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტ მოგენს ლიკეტოფთან, ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან, კოტ დ'ივუარის პრემიერმინისტრ დანიელ კაბლან დუნკანთან და იემენის პრემიერმინისტრ აჰმედ ობეიდ ბინ დაგრთან.
მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნებასაქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების ამსახველი ფოტოები.
გამოფენა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები






