"ქართველი ხალხი არის უფრო მაღლა მდგომი ვიდრე ეს გაუნათლებელი ჭორვილელი ოლიგარქი" - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 00:38, 23 May, 2016     5069

ზუგდიდის რაიონში მომხდარ მოვლენებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო საქართველოს და მათ შორის სამეგრელოს შეურაცხყოფა.

“ის რაც მე ვიხილე ტელევიზიით ერთი ერთზე გაქვს და იმეორებს იმას, რასაც ასლან აბაშიძე აკეთებდა მისი მმართველობის ბოლო წლებში. ადგილობრივი პრო რუსი ფეოდალი, რომელიც ცდილობდა ძალადობით დაშინებით, ვიღაც ბანდიტების მეშვეობით შეეჩერებინა ხალხის ლტოლვა თავისი პოლიტიკური აზრის გამოხატვისკენ და ხელისუფლების შეცვლისკენ. ასლან აბაშიძემ წააგო ყველაფერი და იძულებული იყო გაქცეულიყო საქართველოდან. ასეთივე ბედი ეწევა ვინც განახორციელეს ეს ძალადობა. დღეს ივანიშვილი მოქმედებს ზუსტად ისევე როგორც ასლან აბაშიძე. ითვისებს ახალ-ახალ მიწებს, იღებს ახალ ქონებებს, მოქმედებს ისე როგორც მოქმედებდა ბოლო წლებში იანუკოვიჩი, რომელმაც მიითვისა კიევის ცენტრში მიწები, მოიწყო ახალ-ახალი ქონებები და ეყრდნობოდა ბანდიტების ჯგუფს, რომელიც უხეში ძალის გამოყენებით აშინებდნენ და ცდილობდნენ გაეჩუმებინათ ოპონენტები. ამაზე ვსაუბრობდი მე შარშან, როცა ვაფრთხილებდი ყველას, რომ რუსთავი 2-ის მოვლენების გარშემო ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელი იყო. ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია რათა თავისი მიტაცებული ქონება შეინარჩუნოს. ტყუილით მოპოვებული ძალაუფლება შეინარჩუნოს და საქართველო ჯიბეში ჩაიდოს. მაგრამ ის არ იცნობს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი არის უფრო ბევრად მაღლა მდგომი ვიდრე ეს გაუნათლებელი ჭორვილელი ოლიგარქი. ქართველი ხალხი არის თავისუფლების მოყვარული ხალხი და ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება და დამარცხდება წელს. მომავალს ვერანაირი წარსული ბოროტი ძალები ვერ შეაჩერებს, ეს დღეს სცადეს მათ სამეგრელოში, ეს იყო საქართველოს და მათ შორის სამეგრელოს შეურაცხყოფა. ივანიშვილის მომავალი ეს არის იანუკოვიჩის და ასლან აბაშიძის ბედი, შეიძლება კიდევ უფრო უარესიც თუ დროზე არ მოვიდა გონს. საქართველო დაბრუნდება თავსი განვითარების გზაზე და ჩვენ გვექნება მშვიდობიანი, დაცული მომავალი,“- განაცხადა სააკაშვილმა.
წყარო რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42