დაბა ნასაკირალის ორივე საარჩევნო უბანში 60/59, 60/16 ხმების დათვლა უკვე დასრულდა.
დათვლილი ხმების რაოდენობის მიხედვით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, ბესო ქათამაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში "ოცნების" კანდიდატი, ნონა ტუნაძე დაამარცხა.
საბოლოო შედეგებით ქათამაძემ ტუნაძეს 240 ხმით მოუგო.
#16-ე უბანში დათვლილი ხმების მიხედვით "ნაციონალებმა" 420 ხმა აიღეს, "ოცნებამ" კი 300.
#59-ე უბანში დათვლილი ხმების მიხედვით 290-მა ამომრჩეველმა ხმა ქათამაძეს მისცა, 170-მა კი ტუნაძეს.
710-470-ზე, ასეთია არჩევნების შედეგები უბნების მიხედვით.
დაბა ნასაკირალს, #59-ე საარჩევნო უბანზე (საბავშვო ბაღი) 1225 ამომრჩეველი ირიცხება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 725-მა.
#16-ე უბანზე კი (ნასაკირალის სკოლა) 848 ამომრჩევლიდან, არჩევნებზე 488 გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები






