უბნებზე უკვე ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.
წყალტუბის თემში 3563 ამომრჩვლიდან, არჩევანი 1949 მათგანმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 56%-ია.
წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ნიჟარაძის განმარტებით, უბნებზე ამ დრომდე მხოლოდ 4 საჩივარი დაიწერა.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, მისი შეფასებით, ხმის მიცემა დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
წყალტუბოს თემში საარჩევნო პროცესს აქტიურად აკვირდებოდნენ იმერეთის ვიცე-გუბერნატორები პაატა ნაძირაძე და გიორგი ჭიღვარია. გიორგი ჭიღვარია ამასთანავე "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
ვიცე-გუბერნატორებთან ერთად, საარჩევნო უბნებთან იმყოფებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლი კონსტანტინე მამისეიშვილი და საკრებულოს წარმომადგენლები.
წყალტუბოს თემში, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის "ქართული ოცნების", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატები იბრძოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






