,,მოუწოდებთ შს სამინისტროს, მისცეს დანაშაულს სწორი კვალიფიკაცია“ - სდლ კორცხელის ინციდენტს ეხმაურება
პოლიტიკა - 21:10, 22 May, 2016     1715
ზუგდიდის რაონის სოფელ კორცხელში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას განცხადებით ეხმაურება ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“. ყოფილი სამართალდამცავები მომხდარს ვანდალიზმს უწოდებენ და სამართლებრივ დეტალებზე მიუთითებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები შს სამინისტროს მოუწოდებენ დანაშაულს სწორი კვალიფიკაცია მისცეს.

,,2016 წლის 22 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, პირთა ჯგუფის მიერ, სასტიკად იყვნენ ნაცემი ოპოზიციური პარტიის ლიდერები, პარლამენტის დეპუტატები და მათი მხარდამჭერები. ამ ვანდალიზმის მომწყობებმა, სოფლის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობის თვალწინ, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანთან და მის მიმდებარედ, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეში ძალადობისა და ძალადობის მუქარის გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.

სახეზე გვაქვს აშკარა ხულიგნობა, ანუ საქ. სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული, როცა დანაშაული ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ და სხვადასხვა საგნების გამოყენებით. დანაშაული, რომელიც გრძელდებოდა 15-20 წუთის განმავლობაში, მთლიანად მოიცავდა ხულიგნობის მოტივს, რაც გამოიხატებოდა, საზოგადოებისა და პიროვნების ღირსების დამამცირებელი და ცინიკური შელახვის დაკმაყოფილების სწრაფვაში.

სამწუხაროა, რომ შსს-ს ხელმძღვანელობის მხრიდან, შეტყობინებების მიუხედავად, დროულად არ მოხდა დანაშაულის აღკვეთა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები, საკუთარ ვინაობას კამერების წინ არ მალავდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ მოუწოდებს შს სამინისტროს, მისცეს დანაშაულს სწორი კვალიფიკაცია და დაუყოვნებლივ გაატაროს ყველა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება, დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. გთხოვთ, თქვენი უმოქმედობით არ შელახოთ პოლიციის რეპუტაცია, რაც მძიმედ აისახება მომავალში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ძალადობა შობს ძალადობას!“ - ნათქვამია ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42