,,ძალადობა ოპოზიციური ლიდერების მიმართ არის კრიმინალი“ - გიორგი ვაშაძე კორცხელის ინციდენტს ეხმაურება
პოლიტიკა - 18:42, 22 May, 2016     2547
კორცხელის ინციდენტს ეხმაურება გიორგი ვაშაძე და მომხდარის დროულად გამოძიებას ითხოვს. ვაშაძე საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივითაც გამოდის.

,,ძალადობა პოლიტიკაში ისევ გრძელდება! ოპოზიციური ლიდერების მიმართ ღია ძალადობა არის კრიმინალი და პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ხელისუფლებას. ის რომ ამას ბედავენ დღისით და საჯაროდ და ის, რომ არ არის ადეკვატური რეაგირება ძალოვანი უწყებების მხრიდან – კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას და მმართველი გუნდის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ხელისუფლებამ დღეს კიდევ ერთხელ მოახდინა დეკლარირება, რომ ის აპირებს ბრძოლას ღია ძალადობის გზით. აღვივებს რა ძალადობისა და შურისძიების მუხტს, ცდილობს გადაფაროს თავისი წარუმატებლობა. ძალადობის პოლიტიკა აგრძელებს ქართული პოლიტიკისათვის დამახასაითებელ საზოგადოების პოლარიზაციის, აგრესიის და დესტრუქციის დამანგრეველ “ტრადიციას”. ხელმოცარული პოლიტიკური ძალები თვითდამკვიდრებას ცდილობენ ძალადობის გზით. კონფრონტაცია დამანგრეველია ჩვენი საზოგადოებისათვის! ქვეყნისთვის აუცილებელია ახალი პოლიტიკური პარადგიგმა, ახალი პოლიტიკური მიდგომები და მექანიზმები, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე, მომავალსა და აღმშენებლობაზე. დროა დამთავრდეს ძალადობა, რათა გაჩნდეს რეალური კონკურენცია რეალურ პოლიტიკოსებს შორის და პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციის შენარჩუნების საფუძველი იყოს არა ვის სცემ, ან ვინ გცემს, არამედ რაციონალური და გრძელვადიანი განვითარების ხედვა, უნარი დანაპირების შესრულების. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ძალადობა უნდა დამთავრდეს, გამოვლინდნენ და დაისაჯონ როგორც უშუალოდ მონაწილეები, ასევე, ის მოხელეები, რომლებსაც ევალებოდათ უსაფრთხოების დაცვა. ამ ფაქტის გამოძიების მიზნით, გამოვდივარ ინიციატივით შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რადგან ეს არ არის უბრალო კრიმინალი და უკავშირდება საზოგადოების განვითარების ინტერესს.”-ნათქვამია გიორგი ვაშაძის განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42