,,კორცხელში ზონდერბრიგადებს გიგა ბოკერია და ლევან ბეჟაშვილი ხელმძღვანელობს“ - კალაძე
პოლიტიკა - 18:34, 22 May, 2016     9379
კორცხელში მომხდარ ინციდენტში ენერგეტიკის მინისტრი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახი კალაძე ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზონდერბრიგადების მობილიზებას გიგა ბოკერია და ლევან ბეჟაშვილი ახდენს.

,,მათი გეგმით განხორციელებული პროვოკაციული გეგმის მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე იგეგმება პროვოკაციული ნაბიჯები, რაზეც მიანიშნებს საარჩევნო უბნის გარშემო საეჭვო ადამიანების კონცენტრაცია. გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ნაციონალურ მოძრაობას განზრახული აქვს სოფელ კორცხელში საარჩევნო უბნის ჩაშლა. ნაციონალურ მოძრაობას კორცხელში ჩაყვანილი ჰყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერ-ჯგუფები, რომელსაც კონკრეტულად ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია და ბატონი ბეჟაშვილი“ - განაცხადა კალაძემ.

ამასთან დაკავშირებით, კალაძის თქმით, ხელისუფლება გეგმავს განცხადების გაკეთებას, სადაც მისი განმარტებით, ფოტოსურათებით კონკრეტული ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.

,,გვაქვს ინფორმაცია, რომ უბნის დახურვის შემდეგაც გაგრძელდება პროვოკაციები. მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გახდნენ ნაციონალური მოძრაობის დადგეგმილი სცენარის მონაწილეები. მოდის შეტყობინებები რომ მედიას არ აცლიან მუშაობას და ზოგიერთმა პორვოკატორმა ქვების სროლა დაუწყო ჟურნალსიტებს“ - განაცხადა კალაძემ და სამართალდამცავებს მოუწოდა, აღკვეთონ მსგავსი ქმედება და გამოავლინონ თითეული ის პირი, ვინც ამ ტიპის პროვოკაციებს აწყობს და მედიას მისცენ საშუალება, თავისი საქმიანობა თავისუფლად წარმართოს.

,,მინდა აქვე დავამატო პირადად ჩემგან, მე ძალიან კარგად მახსოვს, რას ნიშნავს, როცა ქვას გესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ. მთელ ძალისხმევას მივამართავ პირადად მე, რომ მსგავსი ველურობა ვერასდროს გაიმეროს ნაციონალურმა მოძრაობამ. მაქსიმუმს გავაკეთებ და მოვუწოდებ ყველას არ დაუშვათ ნაციოანლური მოძრაობის სცენარით მოველნების განვითარება“ - განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42