"თვითონ ეს შეხლა-შემოხლა, ცემა, ჩხუბი არის რაც ჩვენს იმიჯს აზიანებს და ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის არ არის ეს კარგი უპირველეს ყოვლისა. მაგრამ არის ერთი თემა, რასაც ჩვენი მხარდამჭერები და მოქალაქეები მეუბნებიან, რომ იქ, ზუგდიდში, " ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის წაგება ფაქტობრივად რეალური გახდა. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ეს პროვოკაცია იყო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება იყო კიდევაც პროვოკაცია, ცხელი სისხლი აქვთ ახალგაზრდებს, მაგრამ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ პრინციპებთან, რასაც გიორგი კვირიკაშვილი, როგორც ჩვენი ლიდერი და ყველა ჩვენგანი კარნახობს ამ ქვეყანას. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საზოგადოების წინაშე, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო არის 21-ე საუკუნის განვითარებული ქვეყანა, სადაც არჩევნების გაყალბება, დაპირისპირება, ზეწოლა, სახლში შევარდნები, ოჯახის წევრების სამსახურიდან მოხსნა 2012 წელს ჩავაბარეთ წარსულს. ამაზე მეტყველებს უამრავი ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ იმიჯი, რომ ვიღაცამ ვერ მოითმინა თუნდაც პროვოკაცია"-განაცხადა გია ვოლსკიმ, სამეგრელოში მომხდარი ინცინდენტის შეფასებისას.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ოზურგეთში იმყოფება და მიმდინარე არჩევნების პროცესებს აკვირდება.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






