,,სად იყვნენ ეს კუნთმაგარი ბიჭები, როცა რუსი ეფრეიტორი კლავდა ქართველ ახალგაზრდას“ - შაშკინი
პოლიტიკა - 18:08, 22 May, 2016     11573
ეს არის ძალიან ლოგიკური შედეგი იმისა, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის პროცესის დასაწყისი და სახეზეა სამოქალაქო დაპირისპირების აშკარა ნიშნები - ასე აფასებს ,,ნიუპოსტთან“ საუბარში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამეგრელოში, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც ადგილობრივი თვთმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას მოხდა.

შაშკინი ამბობს, ზონდერბრიგადების გამოყენების ფაქტს ადგილი ჯერ კიდევ გარდაბნის არჩევნებში ჰქონდა, როცა მისი თქმით, ასეთ დაჯგუფებებს უშუალოდ უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ხელმძღვანელობდა.

,,მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ იანვარში პირველად ქართულმა ოცნებამ ზონდერ-ბრიგადები გამოიყენა გარდაბანში, როდესაც მოჭიდავეები აზრბაიჯანულ მოსახლეობას უმტვრევდნენ მანქანებს და იყო მცდელობა საარჩევნო უბნების დარბევის. მაშინ მე კარგად მახსოვს სესიაშვილთან და ლორთქიფანიძესთან მომივიდა დაპირისპირება, როცა ვთქვი, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ მოჭიდავე ზონდერებს სწორედ სესიაშვილი ხელმძღვანელობდა. მაშინ პოლიცია და შინაგანსაქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები დაიმალნენ, მიუხედავად იმისა, რომ მე ოფიციალურად მოვითხოვე პატრულის მოსვლა უბნებთან, სადაც ხდებოდა აზერბაიჯანული მოსახლეობის დაშინება, პატრული არ მოვიდა. მათ იცოდნენ, რა დიდ ცოდვას და დანაშაულს სჩადიოდნენ. ამიტომ განვაცხადე მაშინ, რომ ეს იყო პროცესის დასაწყისი და ნურავის ჰგონია, რომ ის, რაც დღეს სამეგრელოში მოხდა, ეს არის პროცესის დასასრული“ - აცხადებს შაშკინი და ვარაუდობს, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება ძალიან მძიმე.

შაშკინი ამბობს, რომ ქართული ოცნება არჩევნებს აგებს და მიმართავს ყველა ზომას, რაც სამოქალაქო დაპირისპირების მაპროვოცირებელი გახდება.

,,იმ ფონზე, როცა რუსი ეფრეიტორები გადმოდიან ჩვენს საზღვარზე და კლავენ ჩვენს მოქალაქეებს და კაცი შვილმა არ იცის სად არის პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები, ზაქარეიშვილი აკეთებს განცხადებებს, რომლის გამოც მე არ ვიცი რა რეაქცია მოჰყვებოდა ნებისმიერ ქვეყანაში ამ ტიპის განცხადებებს, მგონი ყველა ადექვატურად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება ამას.

,,ქართულმა ოცნებამ“, იმ პირობებში, როცა ის აგებს არჩევნებს და ამას ხედავს კარგად, გამოიყენა ზონდერ-ბრიგადები და იყენებს სამოქალაქო დაპირისპირების მაპროვოცირებელ ქმედებებს. სამოქალაქო დაპირისპირებამ კი ჩვენი ქვეყანა 90-იან წლებში სადამდე მიიყვანა, ჩვენ ეს ვიცი და ვნახეთ.

ამ სიტუაციაში, პირდაპირ გეტყვით, ადამიანურად იმაზე დამწყდა გული, რომ ამ კუნთმაგარ ბიჭებს დიდი გული აქვთ, როცა ათი კაცი ერთ ადამიანს უპირისპირდება, მე მაინტერესებს - სად იყვნენ ეს კუნთმაგარი ბიჭები, როდესაც რუსი ეფრეიტორი კლავდა ქართველ ახალგაზრდას, თავის ვაჟკაცობას რატომ არ აჩვენებდნენ? სად იყვნენ ეს კუნთმაგარი ბიჭები, როცა ომი იყო და რუსის ჯარი თბილისისკენ მოემართებოდა? ეს მაინტერსებს, თორემ ოცი კაცი რომ ერთ აზერბაიჯანელს დაიჭერს და მანქანა დაუმტვრევს, როცა ოცდაათი კაცი სამ ადამიანს დაესევა სამეგრელოში, ეს არ არის ვაჟკაცობა. მეც დავიბადე და გავიზარდე თბილისში და რა არის ქუჩის კანონი და რა არის პოლიტიკა ესეც კარგად ვიცი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში სპორტსმენები მიდიოდნენ ჯარში, რომ სამშობლო დაეცვათ, ამ ხელისუფლების ხელში სპორტსმენებისგან ქმნიან ზონდერბრიგადებს, რომ ოცდაათმა კაცმა სამს ურტყას.

მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ პროცესის დასაწყისი და ყველამ უნდა გაიზიაროს და გაითვალისწინოს, რომ ეს ასე არ დასრულდება“ - აცხადებს შაშკინი.

ყოფილი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში პასუხისმგებლობა უშუალოდ პრემიერს და შს სამინისტროს ეკისრება.

,,პასუხისმგებლობა ბუნებრივია ეკისრება ქართულ ოცნებას და პირადად კვირიკაშვილს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც ყველაზე დიდი დანაშაულს სჩადის, რადგან პოლიცია დაიმალა. მაშინაც 90-იან წლებში პოლიცია დაიმალა და მოხდა სამოქალაქო დაპირისპირება და ახლაც იგივეა. მე არავის არ ვაშინებ, მაგრამ როცა სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ხდება სამოქალაქო დაპირიპირება“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42