"სამართლიანი არჩევნები" ზუგდიდში მომხდარ ძალადობრივ ფაქტს გმობს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:43, 22 May, 2016     3605
"სამართლიანი არჩევნები" ზუგდიდში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს გმობს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ ინციდენტის ეფექტური გამოძიება, დროულად მოახდინონ მონაწილე პირების იდენტიფიკაცია და მათთვის უმკაცრესი პასუხისმგებლობის დაკისრება.

,,საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მედიაში გავრცელებული ვიდეო კადრებით დასტურდება, რომ დაპირისპირების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

#67.17 ზუგდიდის #53 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეკრებილი აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიასა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს აიძულებდნენ დაეტოვებინათ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული მოთხოვნა ენმ-ს წევრებმა არ შეასრულეს, რის შემდეგაც აქტივისტები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტის შედეგად ენმ-ს რამდენიმე წევრი დაშავდა, მათ შორის გიგა ბოკერია და ნიკა მელია.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი იმყოფებოდა, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის განმუხტვა, ხოლო დამატებითი ეკიპაჟები ინცინდენტის ადგილზე მხოლოდ მოგვიანებით მივიდა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უბნის მიმდენარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის მობილიზებული იყვნენ სპორტსმენებიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური დაპირისპირებისათვის სპორტსმენების ფიზიკური ძალის გამოყენების სახიფათო პრაქტიკა კვლავ გრძელდება.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ, შეკრებილი აქტივისტები სკანდირებდნენ: „მკვლელებს სკოლაში [უბანი განთავსებულია სკოლის შენობაში] არ ესაქმებათ, გაუმარჯოს ქართულ ოცნებას“.

„სამართლიანი არჩევნები“ გმობს აღნიშნულ ინცინდენტს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედება ეწინააღმდეგება დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპებს.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ ინციდენტის ეფექტური გამოძიება, დროულად მოახდინონ მონაწილე პირების იდენტიფიკაცია და მათთვის უმკაცრესი პასუხისმგებლობის დაკისრება. ამასთან, მნიშვნელოვანია, პოლიციამ არჩევნების დღის განმავლობაში მაქსიმალურად უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს აღკვეთონ ყოველგვარი აგრესიული ქმედება და თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის ძალადობრივი ესკალაციისგან.

საკრებულოს 22 მაისის შუალედური არჩევნებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ გარდაბნის, გლდანის, ზუგდიდის, კასპის, ოზურგეთის, წყალტუბოსა და ხობის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 40-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42