“ასეთი დაპირისპირება არ მოქმედებს დადებითად საარჩევნო გარემოზე და ზოგადად პროცესს აზიანებს. იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო უბნებში შიგნით პროცესი მშვიდად, წესისამებრ მიმდინარეობს მე მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ არჩევნები ეს გახლავთ სამოქალაქო პროცესი და ეს არ არის გარჩევების დღე, შესაბამისად მინდა მივმართო მათ, რომ უზრუნველყონ მაქსიმალური სიმშვიდე, თავი აარიდონ ყოველგვარ დაპირისპირებას“ - განაცხადა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც უცნობმა პირებმა, რომლებიც ადგილობრივებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ოცნების მხარდამჭერი სპორტსმენები იყვნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, აკო მინაშვილს, ეკა ხერხეულიძეს, ნუგზარ წიკლაურს, თენგიზ გუნავას და ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები. მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილიბრივ ჟურნალისტებსაც.
მასალის გამოყენების პირობები






