შუალედური არჩევნები ტარდება გურიაშიც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2 თვითმმართველ ერთეულში სულ 4 საარჩევნო უბანია გახსნილი - ორი დაბა ნასაკირალსა და ორიც ოზურგეთში. გურიაში არჩევანის გაკეთება უბნებზე მისულ ამომრჩეველს ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობისა და საინიტიატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის მოუწევთ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ნასაკირალში ხელისუფლება მოსახლეობაში ზეწოლასა და მუქარას ახორციელებს“! ხელისუფლება არ ღალატობს თავის ჩვეულ ხერხებს და წინასაარჩევნო დღეებში მოსახლეობაზე ახდენდენ ზეწოლასა და მუქარას.
,დღეს საარევნო უბნებზე დაფიქსირებულია სუსისა და საპატრულო პოლიციის მანქანები და ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობაზე მოახდინოს ზეწოლა .მე მათ ვეუბნები, რომ მათი დღეები დათვლილია და ამგვარი ქმედებებით შედეგს ვერ მიაღწევენ . რაც შეეხება საარჩევნო უბნებს ამ დროისათვის სმშვიდეა- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ღვინიაშვილმა.
ნასაკირალში, #59 უნაბზე იმყოფება ლანჩხუთის ერთ-ერთი ა(ა)იპი-ის წარმომადგენელი. მისი განცხადებით, ის გუბერნატორს ახლავს ინფრასტრუქტურული პროექტების შესამოწმებლად.
უბანზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და გამგეობის თანამშრომელები.
ასევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი კახა ასკურავა აცხადებს, ხელისუფლება ცდილოს ამორჩეველზე გავლენის მოხდენას. მისივე თქმით გამგეობის ერთ-ერთ კანდოდატი ტუნაძე #59 უნბანზე თავად ეწეოდა აგიტაციას, რომელმაც შენიშვის შემდეგ დატოვა საარჩევნო უბანი.
მასალის გამოყენების პირობები






