"აფხაზთა კრება" - გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ხელისუფლების კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგია
პოლიტიკა - 11:58, 22 May, 2016     9023

"აფხაზთა კრებაში" შემავალი ორგანიზაციები სოფელ .ხურჩაში გიგა ოთხოზორიას საჯარო დახვრეტის თაობაზე განცხადებას აკეთებენ.

"აფხაზეთში რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფ. ხურჩაში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, თავხედურად, უკიდურესი სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე, ჯგუფურად, დღისით-მზისით საჯაროდ დახვრიტეს 31 წლის აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია. ჩვენ დიდი ხანია განგაშის ზარები გვაქვს შემოკრული აფხაზეთში არსებული კაცთმოძულე ფაშისტური რეჟიმის-რუსული გულაგის ბოროტმოქმედებებზე და მათზე ქმედითი რეაგირების აუცილებლობაზე, მაგრამ ხელისუფლებისაგან მხოლოდ დუმილი, ოკუპანტისადმი ლაქუცი, ყბადაღებული ,,პრაგმატული პოლიტიკის“ მუდმივი კონსტატაცია და მარიონეტულ რეჟიმთან კრიმინალურ-მაფიოზური კავშირებია.

აგრესორის მიერ განხორციელებულმა ამ უაღრესად შემაძრწუნებელმა აქციამ უჩვენა ქართული სახელმწიფოს და პირველ რიგში ხელისუფლების სრული უსუსურობა, მინიმალური უსაფრთხოების სისტემის არარსებობა ენგურს იქით და აქეთ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ წარმოებული კაპიტულანტური პოლიტიკის უმძიმესი, კანონზომიერი შედეგები.

ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგიკულად დაღუპული გიგა ოთხოზორიას ოჯახს და კატეგორიულად მოვითხოვთ:

1. უსწრაფესად, ყველა შესაძლო საშუალებებით დაკავებულ იქნენ მკვლელები და წარდგენილ იქნენ სასამართლოსათვის;

2. გამოვლენილი და დასჯილ იქნენ ძალოვანი უწყებების ის თანამშრომლები, რომელთა დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის და გულგრილობის გამო არ იქნა აცილებული ეს ამაზრზენი მკვლელობა;

3. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების სისტემის არარსებობის გამო თანამდებობიდან გადადგნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;

4. დაუყოვნებლივ შეიკრიბოს ეროვნული უშიშრიების საბჭო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ზონებში უსაფრხოების სისტემის აღდგენისა და ეფექტური მოქმედების ღონისძიებათა შესამუშავებლად;

5. გიგა ოთხოზორიას ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდეს გლოვის დღე და გაუქმდეს ყველა დაგეგმილი გასართობი ღონისძიება, მათ შორის აფხაზეთის ხელისუფლების მიერ 23 მაისს, ,აფხაზეთობასთან“ დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტი მარჯანიშვილისთეატრში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42