,,ეს არის ერთჯერადი მკვლელობა და არა სისტემური ხასიათის“ - ზაქარეიშვილი ხურჩის მკვლელობაზე
პოლიტიკა - 20:54, 21 May, 2016     2875
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გიგა ოთხოზორის მკვლელობა ეჭვქვეშ აყენებს სამშვიდობო პოლიტიკას.
მინისტრის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ ამ ტიპის დანაშაული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არ ჩადენილა.
„სამწუხაროდ, ეს ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი ასეთი მსხვერპლია, რაც, ეჭვქვეშ აყენებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რაც ამდენ ხანს ხორციელდებოდა. თუმცა ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ, მაგრამ მკაცრად და მკაფიოდ მოვითხოვთ, რომ დაისაჯოს ის ადამიანი, მკვლელი, რომელიც იდენტიფიცირებულია. კარგად ჩანს, რომ ეს იყო ცინიკური, ამაზრზენი ფორმით განხორციელებული მკვლელობა. არასდროს ყოფილა, რომ სამშვიდობო პროცესში ასეთი უტიფარი, ცინიკური მკვლელობა განხორციელებულიყო... ეს არის საშინელი მკვლელობა. სისხლის სამართლის უდიდესი დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩვენდა საუბედუროდ, მოხდა გამონაკლისი მკვლელობა, ეს არ არის სისტემური ხასიათის. რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის არ მეორდება. ეს არის ერთჯერადი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილის აცხადებს, რომ პირდაპირი პასუხისმგებლობა არის იმ ძალაზე, რომელიც ეფექტურად ახორციელებს მმართველობას დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42