კვაჭანტირაძის განმარტებით, კოღუაშვილს დიდი პაუზა ჰქონდა პოლიტიკაში აღებული და არ გაითვალისწინა, რომ ჟურნალისტებთან მიმართებაში, სიფრთხილე აუცილებელია. მისი თქმით, კოღუაშვილი დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომას არ დასწრებია , თუმცა მისთვის მიზეზები უცნობია.
”ვიცნობ რა დათო კოღუაშვილს დიდი ხანია, მე ვფიქრობ, რომ კოღუაშვილი კიდევ შეძლებს დაამტკიცოს, რომ ის შთაბეჭდილება, რომელიც დარჩა იმ ინტერვიუდან, საზოგადოებას მასთან მიმართებაში აუცილებლად შეეცვლება. მას ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული და ვფიქრობ, რომ მან დაუშვა შეცდომა და ამის გამოსწორების საშუალება მიეცემა” - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
”პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკმაოდ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც დავით კოღუაშვილმა მისცა ერთ-ერთ ოპოზიციურ გაზეთს. მე მგონი ისიც არ იცოდა, თუ ეს გაზეთი ოპოზიციური იყო. ჩემი დაკვირვებით, დავით კოღუაშვილს დიდი პაუზა ჰქონდა პოლიტიკაში აღებული და მე მგონი, არ გაითვალისწინა, რომ განსაკუთრებულად ჟურნალისტებთან მიმართებაში, სიფრთხილე აუცილებელია. ვიცნობ რა დათო კოღუაშვილს დიდი ხანია, მე ვფიქრობ, რომ კოღუაშვილი კიდევ შეძლებს დაამტკიცოს, რომ ის შთაბეჭდილება, რომელიც დარჩა იმ ინტერვიუდან, საზოგადოებას მასთან მიმართებაში აუცილებლად შეეცვლება. მას ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული და ვფიქრობ, რომ მან დაუშვა შეცდომა და ამის გამოსწორების საშუალება მიეცემა” - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, ის ერთმნიშვნელოვნად ეთანხმება პრემიერ-მინისტრის შეფასებებს ამ თვალსაზრისით.
მასალის გამოყენების პირობები






