„მომხდარის გამო საერთაშორისო მექანიზმებს უნდა მივმართოთ“- უსუფაშვილი ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე
პოლიტიკა - 18:08, 21 May, 2016     2114
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მომხდარი ტრაგედიის გამო გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა. უსუფაშვილი ყველას სთხოვს, ხურჩის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხებს მოუსმინონ და დასკვნები მერე გააკეთონ.

”როცა ადამიანის სიცოცხლე ეწირება კონფლიქტს და ოკუპაციას, ასეთ დროს, სრულიად ბუნებრივია კითხვები, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ. მოსახლეობას სრული უფლება აქვს ეს კითხვები ჰქონდეს, მაგრამ ყველა სახელმწიფო უწყება ასეთ კითხვებს სრულად დამაჯერებელ პასუხებს სცემს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს ოკუპანტი, აკონტროლებს შეიარაღებული ძალების გამოყენებით. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს, არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვიცით ასევე, რომ ეს კონფლიქტი შეიარაღებული ძალებით, საქართველოს მონაწილებით ვერ და არ გვარდება. სამწუხარო, ტრაგიკული გამოცდილება დაგვიგროვდა ამ სფეროში” - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველა სახელმწიფო უწყება ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს შესაძლებლობა საკმარისი არ აღმოჩნდა.

”აქ საერთაშორისო მექანიზმებს უნდა მივმართოთ. ტრაგედია მოხდა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი. ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახს, მაგრამ ყველას ვთხოვ დასმულ კითხვებზე პასუხებს მოვუსმინოთ და მერე გავაკეთოთ დასკვნები” - განაცხადაუსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42