ვაგონების მოდერნიზაცია თბილისის მეტროში
პოლიტიკა - 16:11, 21 May, 2016     6365
თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საკუთრებაში არსებულ სარემონტო ქარხანაში იმყოფებოდნენ, სადაც მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია მიმდინარეობს. 2016 წელს 12 ვაგონი გარემონტდება, აქედან ოთხი ძველი ვაგონი უკვე კაპიტალურად შეკეთებულია, ხოლო გასული წლების განმავლობაში მოდერნიზებული 8 ვაგონი გათვალისწინებული ვადის ბოლომდე გარემონტდება.

თბილისის მერის თქმით, თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია აქტიურ ფაზაში შევიდა, რაც ქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ ეტაპზე ერთი მოძრავი შემადგენლობა, რომელიც ოთხი ვაგონით არის განსაზღვრული, უკვე შევა ექსპლუატაციაში, ასევე, განახლდება დამატებით 8 ვაგონი. არსებული რესურსების ფარგლებში სულ 12 ვაგონის მოდერნიზაცია განხორციელდება. აღნიშნულ ქარხანაში დასაქმებულია 150-ზე მეტი ადამიანი. ჩვენ ეტაპობრივად მივყვებით მოდერნიზაციას პროექტს, რათა ის ვაგონები, რომლებსაც 1 მილიონ კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი, აუცილებელი წესით განახლდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც უფრო ენერგოეფექტურია და კეთილსაიმედო, ამიტომ ეს განახლებული ვაგონები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული იქნება, ვიდრე ადრე განახლებული ვაგონები“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ვაგონების მოდერნიზაცია გულისხმობს მოძრავი შემადგენლობის კაპიტალურ განახლებასა და თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს - მთლიანად იცვლება ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს ეძლევა თანამედროვე სახე, ძველი სანათები იცვლება ახალი, დიოდური სანათებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები იცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

განახლებულ ვაგონებში უკვე დამონტაჟდა ბაქანის საკონტროლო და შიდა დაკვირვების კამერები, ასევე, თითოეული მათგანი აღიჭურვა მონიტორებით.

პროექტის მიზანი თბილისის მეტროს მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული სერვისის შეთავაზებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42